ხანძარი ყვარელთან ლოკალიზებულია

© photo: Emergency Management Service / FBხანძარი ყვარელში
ხანძარი ყვარელში - Sputnik საქართველო, 1920, 12.08.2021
გამოწერა
მეხანძრე-მაშველებმა ყვარლიდან რამდენიმე კილომეტრში გაჩენილი ხანძრის ლოკალიზება შეძლეს, ცეცხლის ტყეში გავრცელების საშიშროება აღარ არის.
თბილისი, 12 აგვისტო – Sputnik. ყვარლიდან რამდენიმე კილომეტრში გაჩენილი ხანძრის ლოკალიზება მოხერხდა, იუწყება შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური.
ხანძარი გუშინ წიწკანაანთსერის მიმდებარედ გაჩნდა. ადგილზე 60 მეხანძრე–მაშველია მობილიზებული.
ამ დროისათვის ცეცხლის ლიკვიდაციის სამუშაოები მიმდინარეობს. ადგილს დრონის მეშვეობითაც აკვირდებიან.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, ადგილობრივმა მოსახლეობამ ტერიტორიაზე დაკვამლიანება გუშინ, ღამით შენიშნა და სახანძრო-სამაშველო სამსახური გამოიძახა. იწვოდა ტყის ქვედა საფარი და იყო ცეცხლის ტყეზე გავრცელების საშიშროება.
საავტომობილო გზის არარსებობის გამო მეხანძრეებს ძნელად მისასვლელ ადგილებზე ფეხით მოუწიათ მისვლა და ხანძრის ინდივიდუალური მოწყობილობებით ჩაქრობა.
წიწკანაანთსერის მიმდებარედ ხანძარს გვიან ღამემდე უწყვეტ რეჟიმში აქრობდნენ. ადგილზე ღამის განმავლობაში მონიტორინგის მიზნით იმყოფებოდნენ სახანძრო-სამაშველო ჯგუფები. დილით ცეცხლის ქრობის სამუშაოები განახლდა.
დილიდან ხანძრის ტერიტორიის მიმართულებით დამატებითი ჯგუფები გავიდნენ. ადგილზე ხდება მაღალი წარმადობის წყლის საქაჩი ტუმბოების (Rosenbauer Fox4) მობილიზება, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია რამდენიმე კილომეტრზე წყლის მიწოდება.
ამ დროისათვის ტყეში ცეცხლის გავრცელების საფრთხე აღარ არსებობს, აღნიშნავენ უწყებაში.
ყველა ახალი ამბავი
0