სკანდალი ფოტოს გამო: ირანის საგარეო უწყებამ რუსეთის ელჩი დაიბარა

© photo: Sputnik / Evgeniy Biyatov / გადასვლა მედიაბანკშიირანის დროშა
ირანის დროშა - Sputnik საქართველო, 1920, 12.08.2021
გამოწერა
ირანში რუსეთის ელჩი ლევან ჯაგარიანი ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს „უკიდურესად უადგილო“ ფოტოს თაობაზე განმარტებების მისაცემად.
თბილისი, 12 აგვისტო — Sputnik. რუსეთისა და დიდი ბრიტანეთის ელჩების — ლევან ჯაგარიანისა და საიმონ შერკლიფის ფოტომ, რომელიც ირანში რუსეთის საელჩოს Twitter-ზე გამოქვეყნდა, კრიტიკის ტალღა გამოიწვია ირანში, იუწყება РИА Новости.
​აღინიშნება, რომ ფოტო თეირანშია გადაღებული იმ ისტორიულ კიბეზე, სადაც სსრკ-ის, აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთის ლიდერებმა — იოსებ სტალინმა, ფრანკლინ რუზველტმა და უინსტონ ჩერჩილმა გადაიღეს 1943 წელს თეირანის კონფერენციისას.
© photo: Sputnik / გადასვლა მედიაბანკშიТегеранская конференция, Сталин, Рузвельт и Черчилль - архивное фото
Тегеранская конференция, Сталин, Рузвельт и Черчилль  - архивное фото - Sputnik საქართველო, 1920, 24.08.2021
Тегеранская конференция, Сталин, Рузвельт и Черчилль - архивное фото
თეირანის კონფერენცია
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა მოჰამად ჯავად ზარიფმა მკვეთრი რეაქცია გამოხატა სურათზე და მას უკიდურესად უადგილო უწოდა.
„განა საჭიროა იმის შეხსენება ყველასთვის, რომ 2021 წლის აგვისტო — ეს არც 1941 წლის აგვისტოა და არც 1943 წლის დეკემბერი? ირანელმა ხალხმა, მათ შორის ბირთვული გარიგების თაობაზე მოლაპარაკებებისას, აჩვენა, რომ მისი ბედი არასდროს იქნება დამოკიდებული უცხო სახელმწიფოთა საელჩოებისა თუ მთავრობების გადაწყვეტილებებზე“, — დაწერა ირანელმა მინისტრმა Twitter-ზე.
ქვეყნის პარლამენტის თავმჯდომარე მოჰამად ბაქერ გალიბაფი, თავის მხრივ, მოსკოვსა და ლონდონს „მტკიცე დიპლომატიური პასუხით“ დაემუქრა, თუ ელჩები ფოტოსთვის ბოდიშს არ მოიხდიან.
ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი ლევან ჯაგარიანი დაიბარა, რომელმაც ყველა აუცილებელი განმარტება მისცა და სინანული გამოთქვა გაუგებრობასთან დაკავშირებით.
დიპლომატიურ მისიაში აცხადებენ, რომ პუბლიკაციაში არანაირი ანტიირანული გზავნილი არ იფარებოდა. ამასთან აღნიშნავენ, რომ ელჩის საუბარი საგარეო უწყებაში მეგობრულ ატმოსფეროში მიმდინარეობდა.
  • „ჩვენ არ გვსურდა მეგობარი ირანელი ხალხის გრძნობების შეურაცხყოფა. ამ ფოტოს ერთადერთი აზრი — მეორე მსოფლიო ომში მოკავშირე სახელმწიფოების ნაციზმთან ბრძოლაში ძალისხმევებისთვის პატივის მიგება იყო. ირანი ჩვენი მეგობარია და მეზობელი, და ჩვენ განვაგრძობთ პატივისცემაზე დამყარებული ურთერთობების განმტკიცებას“, — ნათქვამია ირანში რუსეთის საელჩოს განცხადებაში.
სააგენტოს განმარტებით, თეირანი მტკივნეულად ეკიდება ისტორიის იმ პერიოდებს, როდესაც ირანის ტერიტორიაზე უცხო ქვეყნების ჯარები იმყოფებოდნენ, მათ შორის მეორე მსოფლიო ომის დროსაც. ასე იყო 1941 წლის აგვისტო-სექტემბერში, როდესაც საბჭოთა კავშირმა და დიდმა ბრიტანეთმა, უფრთხოდნენ რა თეირანსა და ნაცისტურ გერმანიას შორის კავშირების გაძლიერებას, ერთობლივი ოპერაცია ჩაატარეს და ქვეყნის სხვადასხვა ნაწილებზე კონტროლი დაამყარეს.
ყველა ახალი ამბავი
0