როგორ გავუმკლავდეთ დეზინფორმაციას: თბილისში 18 პედაგოგი გადამზადდა

© photo: Sputnik / Stringerგაკვეთილზე სკოლაში
გაკვეთილზე სკოლაში - Sputnik საქართველო, 1920, 12.08.2021
გამოწერა
პროექტის ფარგლებში საჯარო სკოლებისა და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების 500-მდე მასწავლებელი გადამზადდება.
თბილისი, 12 აგვისტო – Sputnik. კომუნიკაციების კომისიამ და ევროკავშირმა დეზინფორმაციასთან გამკლავების მიმართულებით თბილისში 18 პედაგოგი გადაამზადეს, ნათქვამია კომინიკაციების კომისიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
პედაგოგები გადამზადდნენ კომუნიკაციების კომისიისა და ევროკავშირის ერთობლივი პროექტის ფარგლებში - „დეზინფორმაცია, როგორც გამოწვევა: კრიტიკული აზროვნების განვითარება სკოლებში“.
უწყების ინფორმაციით, საჯარო სკოლისა და პროფესიული საგანმანათლებლო კოლეჯის მასწავლებლებს ტრენინგები ჩაუტარდათ თემებზე: კრიტიკული აზროვნება, დეზინფორმაციის იდენტიფიცირების სხვადასხვა ხერხი და ინფორმაციის ვალიდაციის მეთოდები.
მიხეილ ჩხენკელი - Sputnik საქართველო, 1920, 30.07.2021
სკოლამდელი განათლებიდან ადრონულ თერაპიამდე – განათლების სამინისტროს გეგმები
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, მოწვეული ექსპერტების მიერ შემუშავებული შემოქმედებითი და ინტერაქტიული საგანმანათლებლო მოდული სპეციალურად აღნიშნული პროექტისთვის შეიქმნა.
„ტრენინგის ფარგლებში პედაგოგებმა მიიღეს ცოდნა დეზინფორმაციისა და ანტიდასავლური პროპაგანდის ნეგატიური ზეგავლენისა და მათგან თავის დაცვის მექანიზმების შესახებ. მათ ასევე მიიღეს დეტალური ინფორმაცია იმ პრაქტიკული მეთოდების შესახებ, თუ როგორ უნდა ამოიცნონ დეზინფორმაცია მედიაწიგნიერების უნარ-ჩვევების გამოყენებით“, – აღნიშნულია განცხადებაში.
პედაგოგების გადამზადება თბილისსა და საქართველოს ყველა რეგიონში, მათ შორის, ეთნიკური უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებულ რეგიონებში მიმდინარეობს.
სერტიფიცირებული ტრენინგის მიზანია – პედაგოგებმა კრიტიკული და ლოგიკური აზროვნების უნარები განივითარონ და მიღებული ცოდნა მოსწავლეებს გაუზიარონ.
პროექტი ევროკავშირის დაფინანსებითა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება.
ყველა ახალი ამბავი
0