„თალიბანი“ უტევს: ქაბული შეიძლება 90 დღეში დაეცეს – დაზვერვის მონაცემები

© AP Photo / Rahmat Gulავღანეთის უსაფრთხოების ძალები
ავღანეთის უსაფრთხოების ძალები - Sputnik საქართველო, 1920, 12.08.2021
გამოწერა
გამოცემის ცნობით, ამ დროისათვის რადიკალური მოძრაობა „თალიბანი“ ავღანეთის ტერიტორიის 65 პროცენტს აკონტროლებს.
თბილისი, 12 აგვისტო — Sputnik. რადიკალურ მოძრაობა „თალიბანს“ ავღანეთის დედაქალაქ ქაბულის იზოლირება 30 დღეში, ხოლო მისი აღება 90 დღეში შეუძლია, იუწყება სააგენტო Reuters-ი აშშ-ის სამხედრო დაზვერვაში არსებულ წყაროზე დაყრდნობით.
გამოცემის ინფორმაციით, ამერიკულმა დაზვერამ გააუარესა საკუთარი პროგნოზები „თალიბანის“ მზარდი წარმატებების ფონზე. თუმცა, როგორც წყარო ამბობს, გამორიცხული არ არის, რომ ავღანეთის უშიშროების ძალებმა გააძლიერონ წინააღმდეგობა და სიტუაციაში გარდატეხა შეიტანონ.  
ვითარება ავღანეთში - Sputnik საქართველო, 1920, 10.08.2021
დოჰაში მოლაპარაკებები იწყება: აშშ თალიბებს შეტევების შეწყვეტას მოსთხოვს
გამოცემის ცნობით, ისლამისტები ამ დროისათვის ავღანეთის ტერიტორიის 65%-ს აკონტროლებენ და უკვე დაიპყრეს ან დაპყრობით ემუქრებიან ჯამში 11 პროვინციის დედაქალაქს.
ამ დროისათვის ქვეყნის დედაქალაქი ქაბული გადავსებულია ძალადობას გაქცეული მშვიდობიანი მოქალაქეებით. წყაროს თქმით, ხვდებიან თუ არა ქალაქში „თალიბანის“ ბოევიკები, ძნელი სათქმელია, თუმცა არსებობს საშიშროება, რომ თვითმკვლელი ტერორისტები დიპლომატიურ უწყებებში შევიდნენ და შეუტიონ მათ. უცხოეთის ქვეყნები ცდილობენ სასწრაფოდ გაიყვანონ თავიანთი მისიების თანამშრომლები ქალაქიდან.
თალიბები ავღანეთში მასშტაბურ შეტევებზე მას შემდეგ გადავიდნენ, რაც შეერთებულმა შტატებმა და მისმა მოკავშირეებმა ქვეყნიდან თავიანთი ჯარების გაყვანა დაიწყეს. ივლისის დასაწყისისთვის ავღანეთი ამერიკული კონტინგენტის 90%-ს ჰქონდა დატოვებული. ჯარების ბოლომდე გაყვანას შეერთებული შტატები აგვისტოს ბოლოსთვის გეგმავს. როგორც გაზეთი The New York Times წერს, აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი, მიუხედავად იმისა, რომ „თალიბანი“ პოზიციებს იმყარებს, გეგმების შეცვლას არ აპირებს.
ყველა ახალი ამბავი
0