https://sputnik-georgia.com/20210812/akrzaluli-wveulebebi-batumshi-ori-restorani-dailuqa-252565089.html
აკრძალული წვეულებები – ბათუმში ორი რესტორანი დაილუქა
აკრძალული წვეულებები – ბათუმში ორი რესტორანი დაილუქა
Sputnik საქართველო
მთავრობის მიერ დადგენილი რეგულაციების თანახმად, აკრძალულია ისეთი სოციალური ღონისძიებების გამართვა, როგორიცაა ქორწილი, ქელეხი, იუბილე და სხვ. 12.08.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-08-12T14:40+0400
2021-08-12T14:40+0400
2021-10-19T18:03+0400
ახალი ამბები
საზოგადოება
შემთხვევები საქართველოში
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24152/13/241521312_0:208:2001:1333_1920x0_80_0_0_cc5326494e4572303b784e278948548b.jpg
თბილისი, 12 აგვისტო – Sputnik. ბათუმში მდებარე ორი სარიტუალო დარბაზი იზოლაციისა და კარანტინის წესების განმეორებით დარღვევის გამო დილუქა, ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. როგორც გამოძიებით დადგინდა, სარიტუალო დარბაზები „ერა“ და „დავითი“ პირველ ჯერზე 10 ათასი ლარით დაჯარიმდნენ, თუმცა ისინი კვლავ განაგრძობდნენ აკრძალულ ეკონომიკურ საქმიანობას, რის საფუძველზეც მათ მიმართ გამოძიება დაიწყო სსკ-ის 248-ე პრიმა მუხლით და აღნიშნული ობიექტები დაილუქა.ქვეყანაში შექმნილი ეპიდვითარების გამო საქართველოში ქორწილის, ქელეხის, იუბილესა და მსგავსი ღონისძიებების გამართვაზე კონტროლი გამკაცრდა. კვების ობიექტები მსგავსი ღონისძიებების გამართვის შემთხვევაში 10 ათასი ლარით დაჯარიმდებიან, ხოლო ფაქტის გამეორების შემთხვევაში ობიექტი დაილუქება.საქართველოში რესტორნების მუშაობა გასული წლის 28 ნოემბრიდან აიკრძალა, თუმცა შემდეგ შეზღუდვების ეტაპობრივი შემსუბუქების პროცესი დაიწყო. 15 თებერვლიდან რესტორნებს ღია სივრცეში საქმიანობის განახლების უფლება მისცეს, 8 მარტიდან მათ სტუმრების დახურულ სივრცეში მიღების უფლებაც დართეს, მხოლოდ არა უქმეებზე. 19 მარტიდან რესტორნებში „ცოცხალი მუსიკაც“ დაუშვეს.22 მაისიდან კაფე–რესტორნებს უქმეებზეც დართეს მუშაობის ნება, თუმცა ღია სივრცეში. 1 ივნისიდან აღნიშნული შეზღუდვაც მოიხსნა.კვების ობიექტების მუშაობა 24:00 საათიდან 05:00 საათამდე პერიოდში აკრძალულია.
https://sputnik-georgia.com/20210810/qorwilis-gadaxdis-gamo-gldanSi-restorani-dajarimda-252553433.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24152/13/241521312_30:0:1807:1333_1920x0_80_0_0_19bee4b15dbbab5960f37aaeb364f7fa.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
ახალი ამბები, საზოგადოება, შემთხვევები საქართველოში, საქართველო
ახალი ამბები, საზოგადოება, შემთხვევები საქართველოში, საქართველო
აკრძალული წვეულებები – ბათუმში ორი რესტორანი დაილუქა
14:40 12.08.2021 (განახლებულია: 18:03 19.10.2021) მთავრობის მიერ დადგენილი რეგულაციების თანახმად, აკრძალულია ისეთი სოციალური ღონისძიებების გამართვა, როგორიცაა ქორწილი, ქელეხი, იუბილე და სხვ.
თბილისი, 12 აგვისტო – Sputnik. ბათუმში მდებარე ორი სარიტუალო დარბაზი იზოლაციისა და კარანტინის წესების განმეორებით დარღვევის გამო დილუქა, ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
როგორც გამოძიებით დადგინდა, სარიტუალო დარბაზები „ერა“ და „დავითი“ პირველ ჯერზე 10 ათასი ლარით დაჯარიმდნენ, თუმცა ისინი კვლავ განაგრძობდნენ აკრძალულ ეკონომიკურ საქმიანობას, რის საფუძველზეც მათ მიმართ გამოძიება დაიწყო სსკ-ის 248-ე პრიმა მუხლით და აღნიშნული ობიექტები დაილუქა.
ქვეყანაში შექმნილი ეპიდვითარების გამო საქართველოში ქორწილის, ქელეხის, იუბილესა და მსგავსი ღონისძიებების გამართვაზე კონტროლი გამკაცრდა. კვების ობიექტები მსგავსი ღონისძიებების გამართვის შემთხვევაში 10 ათასი ლარით დაჯარიმდებიან, ხოლო ფაქტის გამეორების შემთხვევაში ობიექტი დაილუქება.
საქართველოში რესტორნების მუშაობა გასული წლის 28 ნოემბრიდან აიკრძალა, თუმცა შემდეგ შეზღუდვების ეტაპობრივი შემსუბუქების პროცესი დაიწყო. 15 თებერვლიდან რესტორნებს ღია სივრცეში საქმიანობის განახლების უფლება მისცეს, 8 მარტიდან მათ სტუმრების დახურულ სივრცეში მიღების უფლებაც დართეს, მხოლოდ არა უქმეებზე. 19 მარტიდან რესტორნებში „ცოცხალი მუსიკაც“ დაუშვეს.
22 მაისიდან კაფე–რესტორნებს უქმეებზეც დართეს მუშაობის ნება, თუმცა ღია სივრცეში. 1 ივნისიდან აღნიშნული შეზღუდვაც მოიხსნა.
კვების ობიექტების მუშაობა 24:00 საათიდან 05:00 საათამდე პერიოდში აკრძალულია.