განხეთქილების ლტოლვილები: რა ხდება ლიეტუვა–ბელარუსის საზღვარზე

© REUTERS / JANIS LAIZANSლიეტუველი ჯარისკაცები ბელარუსთან საზღვარზე მავთულხლართებს ავლებენ
ლიეტუველი ჯარისკაცები ბელარუსთან საზღვარზე მავთულხლართებს ავლებენ - Sputnik საქართველო, 1920, 11.08.2021
გამოწერა
არალეგალი მიგრანტები განაგრძობენ ლიეტუვაში ჩასვლას, რომელთა მიმართაც ქვეყნის ხელისუფლებამ „მკაცრი პოზიცია“ დაიკავა. ამას ევროპული მედიაც აღიარებს. რისთვის აკრიტიკებს საერთაშორისო საზოგადოება ვილნიუსს?
დანარა კურმანოვა, ალექსეი სტეფანოვი
ოდესღაც მშვიდ და წყნარ ლიეტუვაში პანიკაა: ქვეყანა ბელარუსიდან არალეგალი მიგრანტების ნაკადს შეეჯახა. შედინება ამ ზაფხულს დაიწყო. ლიეტუვის შინაგან საქმეთა სამინისტრომ 4.112 არალეგალი დათვალა, რომლებმაც წლის დასაწყისიდან 6 აგვისტომდე გადაკვეთეს საზღვარი. აქედან 2.366 კაცი მარტო ივლისში შევიდა ლიეტუვაში. ეს ძირითადად ახლო აღმოსავლეთიდან და აფრიკიდან წამოსული ლტოლვილები არიან.
ჩინეთის სახლემწიფო დროშა - Sputnik საქართველო, 1920, 10.08.2021
დიპლომატიური სკანდალი: ჩინეთმა ვილნიუსიდან საკუთარი ელჩი გაიწვია
2021 წლის 8 აგვისტოს, ღამით ლიეტუვა–ბელარუსის საზღვარზე სროლა იყო. იმავე დღეს ლიეტუვის სახელმწიფო საზღვრის დაცვის სამსახურმა განაცხადა, რომ თავისი ტერიტორიიდან ამ გზით გააძევა ბელარუსში 80 მიგრანტი. შედარებისთვის: მთელი 2020 წლის განმავლობაში მესაზღვრეებმა მხოლოს 81 არალეგალი დააკავეს.
ლიეტუვის ხელისუფლებამ საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა, რომლის დარეგულირებაც ჯერჯერობით არ ხერხდება. ქალაქ პაბრადეს მიგრანტთა ცენტრი გადავსებულია, სახელდახელოდ აგებული კარვების ქალაქებიც სავსეა.

„ისინი გვგუდავენ და ჩვენ უნდა დავიცვათ?“

შექმნილ სიტუაციაში ვილნიუსი მინსკს ადანაშაულებს და ხაზს უსვამს, რომ არალეგალებთან დაკავშირებული ვითარება ბელარუსის პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკოს მაისის გამოსვლის შემდეგ გამწვავდა.
„ჩვენ ვაჩერებდით ნარკოტიკებსა და მიგრანტებს. ახლა თავად შეჭამთ და დაიჭერთ მათ“, — განაცხადა ლუკაშენკომ მას შემდეგ, რაც ევროპის ქვეყნებმა თავიანთ ავიაკომპანიებს ურჩიეს, არ ეფრინათ ბელარუსის ტერიტორიის თავზე.
როგორც მოგვიანებით განმარტა ბელარუსის ლიდერმა, მინსკი აკონტროლებს არალეგალი მიგრაციის საკითხს „ზუსტად იმდენად, რამდენადაც არის ეს აუცილებელი, ხელსაყრელი და ფინანსურად შესაძლებელი“. ლიეტუვის ინტერესების გათვალისწინებას, რომელიც მხარს უჭერს ბელარუსის ეკონომიკის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს, რესპუბლიკა ყველაზე ბოლოს აპირებს.
„ჩვენ წინააღმდეგ სანქციები დააწესეს და მერე ჩვენვე გვსაყვედურობენ, რომ ლუკაშენკო ხელს უწყობს არალეგალურ მიგრაციას. ისინი ჩვენ გვგუდავენ და ჩვენ უნდა დავიცვათ?! ეს გულუბრყვილობაც აღარაა, ეს სიგიჟეა“, — თქვა მან.
ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო - Sputnik საქართველო, 1920, 03.07.2021
ბელარუსმა უკრაინასთან საერთო საზღვრის დაცვა გააძლიერა

დემოკრატიის თამაში

მინსკი ღიად გამოთქვამს ეჭვებს ლიეტუვის ლტოლვილთა პოლიტიკის შესაბამისობის შესახებ ევროკავშირის მიერ გამოცხადებულ პრინციპებთან. ბელარუსის სახელმწიფო სასაზღვრო კომიტეტმა 19 ივლისს გამოაცხადა, რომ დღის განმავლობაში ერაყის 26 მოქალაქე აღმოაჩინეს, რომლებმაც საზღვარი ლიტვიდან გადაკვეთეს. მათ შორის იყო ორი ბავშვი და ორსული ქალი, რომლისთვისაც სასწრაფოს გამოძახება მოუხდათ.
როგორც კომიტეტში განაცხადეს, ლიეტუვაში ლტოლვილები დაკითხეს, რა დროსაც წყალს არ ასმევდნენ. უფრო მეტიც, თავად მიგრანტებმა დაადანაშაულეს ლიეტუვის სახელმწიფო საზღვრის დაცვის სამსახურის თანამშრომლები ცემაში და „სხეულის სხვადასხვა სახის დაზიანებები“ აჩვენეს. ლტოლვილები ირწმუნებოდნენ, რომ ისინი ბელარუსის ტერიტორიაზე იარაღის მუქარით გააძევეს.
აღნიშნული ინციდენტი ლუკაშენკომ ფაშისტების ქცევას შეადარა, რომლებიც ოკუპაციის წლებში შეტევაზე გადასვლისას წინ მშვიდობიან მოსახლეობას უშვებდნენ.

მიგრანტები საფრთხეში არიან

როგორც ლიეტუვის შსს ირწმუნება, საზღვრის დაცვის სამსახურის თანამშრომლებს უფლება აქვთ გამოიყენონ ძალა არალეგალების მიმართ. სააგენტო Baltnews-ი შს მინისტრ აგნე ბილოტაიტეს ეყრდნობა, რომლის თქმით, „ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალის“ გამოყენება შეიძლება არალეგალების მხრიდან „მორჩილების“ გარანტია გახდეს და დარღვევები აღიკვეთოს.
ალექსანდრ ლუკაშენკო - Sputnik საქართველო, 1920, 26.05.2021
„სასტიკი რეაქცია გვექნება“: ლუკაშენკო დასავლეთს ემუქრება
ლიეტუვის ხელისუფლება დარღვევებად და დაუმორჩილებლობად, ალბათ, სოფელ რუდნინკაიში ლტოლვილთა ბუნტს მიიჩნევს, როდესაც პოლიციამ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა ბანაკში ცხოვრების ცუდი პირობებით აღშფოთებული ბრბოს დასაშლელად.
რა ემუქრებათ მიგრანტებს ამ აქციის შემდეგ, უცნობია. ლიეტუვის შსს-ს სხვა წარმომადგენელს ლინა ლაურინაიტე-გრიგენეს მიაჩნია, რომ ქვეყანას შეუძლია მიგრანტების უკან გაბრუნება — ამას საერთაშორისო სამართალი უშვებს.
მაგრამ საერთაშორისო ორგანიზაციები ამ მოსაზრებას არ ეთანხმებიან. წითელი ჯვრის წარმომადგენელი ეგლე სამუხოვაიტე შიშობს, რომ „მიგრანტების უსაფრთხოება შესაძლოა საშიშროების ქვეშ აღმოჩნდეს“. თავისი სიტყვების დასტურად მას ოფიციალური სტატისტიკა მოჰყავს, რომლის მონაცემებითაც მიგრანტების მეოთხედი არასრულწლოვანი ბავშვები, ანუ ლტოლვილთა ყველაზე მოწყვლადი კატეგორია არიან. ამიტომ ლტოლვილების უკან გაბრუნება ეწინააღმდეგება ლტოლვილთა სტატუსის შესახებ კონვენციასა და ადამიანის ძირითადი უფლებების ევროპულ ქარტიას.

„ეს ციხეა თუ ბანაკი?“

საზღვარზე თავისუფლებისა და უსაფრთხოების სივრცეს უკვე ლიეტუვის ადამიანის უფლებათა საპარლამენტო კონტროლიორი ვიტაუტას ვალენტინა ვიჩიუსიც ვეღარ ხედავს. 6 აგვისტოს მან საკუთარ Facebook-ზე ანგარიში გამოაქვეყნა ლიეტუვა–ბელარუსის საზღვარზე ღამის მონიტორინგის შესახებ და მას „ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე მძიმე ღამე“ უწოდა.
ალექსანდრ ლუკაშენკო - Sputnik საქართველო, 1920, 24.05.2021
მოსაზრება: ლუკაშენკომ დასავლეთს აჩვენა, რომ გრძელი ხელები აქვს
უფლებადამცველმა აღწერა, როგორ ხდება არალეგალების ბელარუსის ტერიტორიაზე დაბრუნება. მისი თქმით, მიგრანტები შეშვებას ემუდარებოდნენ და ლიეტუვის მხარეს მიდიოდნენ, მიუხედავად ძაღლებისა, რომელთა დახმარებითაც ყრიდნენ მესაზღვრეები ლტოლვილებს.
საჩვენებელია, რომ დასავლური პრესაც კი, რომელიც შექმნილ ვითარებაში ლუკაშენკოს ადანაშაულებს, ასევე აღნიშნავს „მიგრანტების მიმართ ხისტ პოზიციას“. სწორედ ასეთი ფორმულირება აირჩია New York Times-მა, რომელმაც იქვე კარავში მცხოვრები 28 წლის ერაყელი მიგრანტის სიტყვები მოიყვანა. ბირჰატი ჟურნალისტებს უსვამდა კითხვას: „ეს ციხეა თუ ბანაკი?“.
France 24 ასევე აღწერს მძიმე პირობებს, რომლებშიც ლტოლვილებს უწევთ ცხოვრება. გამოცემას ერაყელი მიგრანტის, ამირ ტაჰერ მოჰამედის ინტერვიუდან ნაწყვეტი მოჰყავს: „როგორ შეიძლება გვეძინოს სველ კარვებში? როგორ შეიძლება დღეში მხოლოდ ერთხელ ვჭამდეთ? აქ ისე გვექცევიან, როგორც ცხოველებს“.
მედიასაშუალებები მიდიან დასკვნამდე: ვინც უნდა დაადანაშაულონ მიგრაციულ კრიზისში, ლიეტუვა არ უნდა ექცეოდეს უბრალო ადამიანებს ისე, როგორც დამნაშავეებს.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორების პოზიციას
ყველა ახალი ამბავი
0