კიდევ ერთი სახიფათო შტამი: „იოტა“ ლეტალობას თითქმის ორჯერ ზრდის – მეცნიერთა დასკვნა

© photo: Sputnik / Andrey Starostin / გადასვლა მედიაბანკშისამეცნიერო ლაბორატორია
სამეცნიერო ლაბორატორია  - Sputnik საქართველო, 1920, 11.08.2021
გამოწერა
კორონავირუსის „იოტა“ ვარიანტი პირველად გასული წლის შემოდგომაზე ნიუ-იორკში გამოვლინდა, მოგვიანებით კი მსოფლიოს 27 ქვეყანაში დაფიქსირდა.
თბილისი, 11 აგვისტო — Sputnik. კორონავირუსის „იოტა“ ვარიანტს, რომელიც მანამდე ნიუ-იორკში გამოვლინდა, შეუძლია 46-82%-ით გაზარდოს ლეტალობის კოეფიციენტი COVID-19-ით დაავადებულ უფროსი ასაკის ადამიანებში, ნათქვამია ნიუ-იორკის ჯანდაცვის დეპარტამენტისა და კოლუმბიის უნივერსიტეტის სპეციალისტების კვლევაში, რომლის პრეპრინტიც* პორტალ MedRxiv-ზეა გამოქვეყნებული.
COVID-19-ზე ვაქცინაცია წლების განმავლობაში იქნება საჭირო: ბრიტანელი მეცნიერების ანგარიში>>
კვლევისას მეცნიერებმა გააანალიზეს ნიუ-იორკში 2020 წლის ნოემბრიდან 2021 წლის აპრილამდე აღრიცხული ეპიდემიოლოგიური მონაცემები და მათემატიკური მოდელირება ჩაატარეს „იოტა“ შტამის გადადების სიჩქარის, იმუნიტეტისთვის თავის არიდების თავისებურებებისა და ლეტალობის დასადგენად.
ორსული ქალი - Sputnik საქართველო, 1920, 06.08.2021
„დელტა“ შტამი სერიოზულ საფრთხეს უქმნის ფეხმძიმეებს – საავადმყოფოებში მეტი ორსული ხვდება
კვლევის ავტორებმა დაადგინეს, რომ კორონავირუსის სხვა შტამებთან შედარებით, „იოტა“ 45-დან 64 წლამდე ასაკის ადამიანებში ლეტალობის კოეფიციენტს 46%-ით ზრდის, 65-74 წლის პაციენტებში — 84%-ით, ხოლო 75 წელს გადაცილებულებში — 62%-ით.
გარდა ამისა, „იოტას“ გადადების სისწრაფე 15-25%-ით უფრო მაღალია, ვიდრე მანამდე ცირკულირებადი შტამებისა. ამასთან აღნიშნული ვარიანტი მანამდე ინფექციაგადატანილების 0-10%-ში ძლევდა იმუნიტეტს.
„იოტა“ ვარიანტი პირველად 2020 წლის ნოემბერში ნიუ-იორკში გამოვლინდა და მოგვიანებით მთელ აშშ-ში გავრცელდა. ამის შემდეგ ის მსოფლიოს 27 ქვეყანაში დაფიქსირდა. სპეციალისტების თქმით, „იოტა“ 2021 წლის მარტამდე დომინანტი შტამი იყო ნიუ-იორკში. „ალფა“ შტამის გაჩენის შემდეგ კი მისი გავრცელება თანდათან შემცირდა.
„დელტა“ შტამი სერიოზულ საფრთხეს უქმნის ფეხმძიმეებს – საავადმყოფოებში მეტი ორსული ხვდება>>
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ „იოტა“ მიმდინარე წლის მარტში შეიტანა იმ შტამების სიაში, რომლებიც „ინტერესს იწვევს“. რაც შეეხება „შეშფოთების გამომწვევი“ შტამების სიას, მასში ოთხი ვარიანტია შესული: „ალფა“ — ბრიტანული, „ბეტა“ — სამხრეთაფრიკული, „გამა“ — ბრაზილიური და „დელტა“ — ინდური.
პრეპრინტი* — ეს არის ნაშრომის შესახებ წინასწარი ანგარიში, რომელსაც რეცენზირება ჯერ კიდევ არ აქვს გავლილი. პრეპრინტის მიზანია, მასალები გამოქვეყნებამდე სხვა სპეციალისტებს გააცნოს, რათა ავტორს შესაძლებლობა ჰქონდეს, მათთან ერთად იმსჯელოს ნაშრომში დასმულ და განხილულ საკითხებზე. 
ყველა ახალი ამბავი
0