როგორ უნდა გავუმკლავდეთ ვირუსის მეოთხე ტალღას – მინისტრის პასუხი

© Sputnik / Vladimir Umikashviliტესტირება კორონავირუსზე
ტესტირება კორონავირუსზე - Sputnik საქართველო, 1920, 10.08.2021
გამოწერა
სხვა ქვეყნების მაგალითზეც კარგად ჩანს, თუ რამდენად სწრაფად ვრცელდება „დელტა“ შტამი. ეს არის მთავარი მიზეზი იმისა, რომ დღეს ამ რთულ მდგომარეობაში ვიმყოფებით, აღნიშნა მინისტრმა.
თბილისი, 10 აგვისტო – Sputnik. მეოთხე ტალღა გაცილებით მძიმე და რთულია, მაგრამ თუ ქვეყანაში არსებული რეგულაციები ხარისხიანად შესრულდება, შევძლებთ გარკვეულწილად შევაკავოთ ინფექცია, განაცხადა საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ბრიფინგზე.
ეპიდემია საქართველოში - Sputnik საქართველო, 1920, 10.08.2021
არსად პირბადის გარეშე! საქართველოში ახალი რეგულაციები ამოქმედდა
მინისტრის თქმით, მოსალოდნელი იყო, რომ ე.წ. დელტა შტამი უფრო მარტივად გავრცელდებოდა, რასაც მსოფლიო პრაქტიკა აჩვენებს.
„სხვა ქვეყნებშიც დავაკვირდით, თუ რამდენად სწრაფი გავრცელება ჰქონდა დელტა შტამს. ეს არის სწორედ ის მთავარი მიზეზი, რის გამოც დღეს ამ რთულ პროცესში ვიმყოფებით“, – განაცხადა ტიკარაძემ.
მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ გუშინ საკოორდინაციო საბჭოს მიერ გამოცხადებული ყველა რეგულაციის აღსრულებას ექნება მინიმალური, თუმცა მნიშვნელოვანი ეფექტი.
„ეს არ იქნება 80-90-პროცენტიანი ეფექტი, თუმცა ამას შეიძლება ჰქონდეს დაახლოებით 20-პროცენტიანი ეფექტი და ესეც ძალიან მნიშვნელოვანია, რათა შევამციროთ ინფექციის გავრცელების სიჩქარე“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.
ეკატერინე ტიკარაძე - Sputnik საქართველო, 1920, 08.08.2021
„დროა ყველამ თანაბრად აღვიქვათ პრობლემის სიმწვავე“: ტიკარაძე მოსახლეობას მიმართავს
ქვეყანა კორონავირუსის მეოთხე ტალღას ებრძვის. ინფიცირების შემთხვევების ყოველდღიური მაჩვენებელი მაღალია. სპეციალისტების აზრით, ქვეყანაში ეპიდვითარების გაუარესება კოვიდ-შეზღუდვების გაუქმებამ და ახალი შტამების გავრცელებამ გამოიწვია. ამჟამად საქართველოში გვხვდება ე.წ. ინდური შტამი, ბრიტანული და უკვე დელტა-პლუსიც. სპეციალისტების ვარაუდით, აგვისტოში ბრიტანულ შტამს მთლიანად ინდური შტამი ჩაანაცვლებს.
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 5.697-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 455.846-ს მიაღწია. გარდაიცვალა 54 ადამიანი, გარდაცვლილთა საერთო რიცხვმა 6.182-ს მიაღწია.
ყველა ახალი ამბავი
0