თბილისში ქალი ცივი იარაღით დაჭრეს

© Sputnik / Alexander Imedashviliპატრული
პატრული - Sputnik საქართველო, 1920, 10.08.2021
გამოწერა
დამნაშავე პოლიციამ „ცხელ კვალზე“ დააკავა. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
თბილისი, 10 აგვისტო – Sputnik. სამართალდამცველებმა განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით წარსულში ნასამართლევი 36 წლის მამაკაცი თბილისში დააკავეს, ნათქვამია შსს-ს პრეს-სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
შემთხვევა ნაძალადევის რაიონში გუშინ, გვიან ღამით მოხდა.
გამოძიების ცნობით, ბრალდებულმა კონფლიქტის ნიადაგზე 38 წლის ქალს მისსავე დროებით საცხოვრებელ ბინაში ცივი იარაღის გამოყენებით სხეულზე მრავლობითი ჭრილობები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი ქალი კლინიკაშია გადაყვანილი, სადაც შესაბამისი მკურნალობა უტარდება.
დამნაშავე შემთხვევის ადგილიდან მიიმალა, თუმცა იგი პოლიციამ „ცხელ კვალზე“ დააკავა.
განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს.
ყველა ახალი ამბავი
0