სოფო ნიჟარაძე ქალიშვილთან ერთად კაფეში ნებივრობს

© Facebook / Sofia Nizharadzeსოფო ნიჟარაძე
სოფო ნიჟარაძე - Sputnik საქართველო, 1920, 10.08.2021
გამოწერა
პოპულარული არტისტი შტატების ქუჩებში მარტო აღარ სეირნობს. ამერიკაში წასული ქართველი მომღერალი ძვირფას წუთებს შვილს უძღვნის. გოგონები დროს ერთად ატარებენ და შეუდარებლად გამოიყურებიან.
ამჟამად სოფო ნიჟარაძე, სავარაუდოდ, საყვარელ მამაკაცთან და პაწაწინა ქალიშვილთან ერთად ამერიკაში ცხოვრობს. მისი მეორე ნახევრის ვინაობა ჯერ კიდევ უცნობია. მასმედიაში მხოლოდ ქალიშვილის დაბადების თარიღი და გოგონას სახელი გავრცელდა.
სოფო, თავის მხრივ, დუმილს არ არღვევს და არც მისი ცნობილი მეგობრები ცდილობენ მის პირად სივრცეში შეჭრას. მომღერალმა დასახული მიზანი 35 წლის ასაკში აიხდინა და შტატებში ფეხმძიმე გაემგზავრა. ახლა კი ახალბედა დედა ელის-მარიასთან ერთად ნებივრობს. მისი ცხოვრების რიტმი ძირფესვიანად შეიცვალა.
 
თაყვანისმცემლები მოუთმენლად ელოდებიან უსაყვარლესი ელისის უახლეს ფოტოებს. მიუხედავად იმისა, რომ ცნობილი მომღერლის ქალიშვილს ერთი წელი შეუსრულდა, სოფო ქალიშვილის სახეს დღემდე არ აჩენს. არტისტი ზურგიდან გადაღებული ფოტოების გამოქვეყნებით აკმაყოფილებს „ფოლოვერებს“.
 
ფეხმძიმობის შემდეგ სოფო ნიჟარაძე საკუთარ სხეულზე განსაკუთრებულად ზრუნავს. მომღერალი ასეთი გამხდარი ჯერ არავის ახსოვს. ტელევარსკვლავმა ინტენსიური ვარჯიში დაიწყო და სასურველ შედეგამდე სულ ერთი ნაბიჯი დარჩა. როგორც ჩანს, სოფო გაჩერებას აღარ აპირებს, მის სხეულს კი დაკლებული კილოგრამები სულ უფრო და უფრო ეტყობა.
სოფომ ფეხმძიმობის პერიოდში გადაღებული რამდენიმე სურათი ისე გამოაქვეყნა, რომ ვერავინ მიხვდა, თუ რას მალავდა მომღერალი. მისი Instagram-ის ოფიციალურ გვერდზე გასული წლის აპრილით დათარიღებული ფოტო დევს, რომელზეც ნიჟარაძე 7 თვის ფეხმძიმეა და მისი ცხოვრების ამ მნიშვნელოვან მოვლენას ის შარფითა და დიდი ზომის შავი ქურთუკით მალავდა.
 
ყველა ახალი ამბავი
0