საქართველოში მიწისძვრა ისევ მოხდა

© photo: Sputnik / Igor Nosov / გადასვლა მედიაბანკშისეისმოგრაფის მონაცემები
სეისმოგრაფის მონაცემები - Sputnik საქართველო, 1920, 10.08.2021
გამოწერა
ბოლო პერიოდში სოფელი სამება სეისმურად აქტიური წერტილი გახდა – ლამის ყოველდღე ფიქსირდება მცირე ბიძგები.
თბილისი, 10 აგვისტო — Sputnik. საქართველოში დღეს ქალაქ დმანისიდან 24 კილომეტრში, სოფელ სამებასთან 3,1 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა, იუწყება სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი.
სამცხე-ჯავახეთი - Sputnik საქართველო, 1920, 14.07.2021
სეისმოლოგი: გახშირებული მიწისძვრები საქართველოში საყურადღებოა
მიწისქვეშა ბიძგები თბილისის დროით 16:34 საათზე დაფიქსირდა. ეპიცენტრი 5 კმ სიღრმეში მდებარეობდა. 
ინფორმაცია ნგრევისა და მსხვერპლის შესახებ არ ვრცელდება.
სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ სოფელ სამებასთან ხშირი მიწისქვეშა ბიძგები ყურადღებას საჭიროებს. როგორც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა, სეისმოლოგმა ზურაბ ჯავახიშვილმა აღნიშნა, მიუხედავად იმისა, რომ ჯავახეთი სეისმურად აქტიური ზონაა და ამ რეგიონისთვის დამახასიათებელია „მიწისძვრების გუნდი", გახშირებული მიწისძვრები ყურადღებამისაქცევია. სპეციალისტები უახლოეს პერიოდში ამ საკითხს უფრო სიღრმისეულად შეისწავლიან.
ყველა ახალი ამბავი
0