საქართველო ეკონომიკურ დიპლომატიას განავითარებს

© photo: press-service of the Ministry of Foreign Affairs of Georgiaდავით ზალკალიანი
დავით ზალკალიანი - Sputnik საქართველო, 1920, 10.08.2021
გამოწერა
საგარეო პოლიტიკური უწყება აპირებს აქტიურ მუშაობას ენერგიის ალტერნატიული წყაროების განვითარებაში უცხოური ინვესტიციების მოზიდვის კუთხით.
თბილისი, 10 აგვისტო – Sputnik. საქართველო უახლოესი 10 წლის განმავლობაში განავითარებს ეკონომიკურ დიპლომატიას უცხოური ინვესტიციებისა და კაპიტალის მოსაზიდად, განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა უწყების ათწლიანი სამოქმედო გეგმის წარდგენისას.
„შემდგომი 10 წლის მანძილზე საქართველომ აქტიური ეკონომიკური დიპლომატიის გზით უნდა განავითაროს საინვესტიციო შესაძლებლობები და დააგროვოს მაღალი საინვესტიციო კაპიტალი. ამასთან, ეფექტიანად უნდა იქნეს რეალიზებული ეროვნული, რეგიონული და საერთაშორისო ენერგეტიკული და საინვესტიციო პროგრამები; ქართული პროდუქციისთვის უნდა შეიქმნას პრეფერენციული საექსპორტო პირობები და დივერსიფიცირებული საექსპორტო ბაზრები“, – განაცხადა ზალკალიანმა.
ახალი სამაცივრე მეურნეობა - Sputnik საქართველო, 1920, 16.07.2021
რომელ საწარმოებს ანიჭებენ უპირატესობას უცხოელი ინვესტორები
მიზნებს შორის მინისტრმა დაასახელა კასპიის ზღვიდან ევროპის ბაზარზე ნახშირწყალბადების მიწოდების დივერსიფიცირება – ბაქო-თბილისი-ჯეიჰანისა და ბაქო-სუფსის ნავთობსადენებისა და ბაქო-თბილისი-ერზრუმის გაზსადენის სრული დატვირთვით ამოქმედების შედეგად.
„სრულად უნდა დავტვირთოთ ეს პროექტები, რათა წარმოვაჩინოთ რეგიონში ქვეყნის როლი და ფუნქცია“, – განაცხადა ზალკალიანმა.
გარდა ამისა, მინისტრის თქმით, საქართველო აქტიურად იმოქმედებს სამხრეთის ბუნებრივი აირის დერეფანში – ტრანსანატოლიურ და ტრანსადრიატიკულ გაზსადენებში სამხრეთ კავკასიის ჩართვის საკითხში.
საგარეო პოლიტიკური უწყება აპირებს აქტიურად მოიზიდოს უცხოური ინვესტიციები ენერგიის ალტერნატიული წყაროების განვითარებაში.
სამინისტროს ამოცანა იქნება ასევე საქართველოს პოპულარიზაცია როგორც სატრანსპორტო ჰაბის განვითარების, ისე რუმინეთის მიმართულებით შავ ზღვაში წყალქვეშა ელექტროგაყვანილობის და ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელის გაყვანის კუთხით.
თბილისი - Sputnik საქართველო, 1920, 18.06.2021
საქართველოში ინვესტიციები მცირდება
გარდა ამისა, მინისტრის თქმით, სამინისტროს ამოცანა იქნება საქართველოსთვის ახალი ბაზრების მოძიება, ინვესტორების მოზიდვა, პირდაპირი ავიამიმოსვლის გაფართოება და მსოფლიო ბაზარზე ქართული სტარტაპების პოპულარიზება.
2030 წლამდე ქვეყნის განვითარების და მომავალი რეფორმების გეგმის პრეზენტაცია მთავრობამ მიმდინარე წლის მაისში დაგეგმა. მიუხედავად იმისა, რომ 2 ოქტომბერს საქართველოში ადგილობრივი არჩევნები გაიმართება, უწყებებმა აგვისტოს ბოლომდე საკუთარი სფეროების განვითარების გეგმები უნდა წარმოადგინონ. შემდგომ, სექტემბერში დაიწყება კონსულტაციები და 2030 წლამდე საქართველოს განვითარების საერთო დეტალური გეგმა ადგილობრივი არჩევნების შემდეგ იქნება წარმოდგენილი.
ოპოზიციაში მთავრობის ამ გადაწყვეტილებას საარჩევნო კამპანიის ნაწილი და პოპულიზმი უწოდეს.
ყველა ახალი ამბავი
0