საქართველოში ვაქცინირებულია 664 ათასზე მეტი ადამიანი – ლიდერობს თბილისი

© press-service of the Ministry of Health & Social Affairs of Ajaraვაქცინაცია
ვაქცინაცია - Sputnik საქართველო, 1920, 10.08.2021
გამოწერა
ვაქცინაციის პროცესში ყველაზე აქტიური არიან 18–49 წლის მოქალაქეები, ყველაზე პასიური – 75 წელს ზემოთ პირები.
თბილისი, 10 აგვისტო – Sputnik. ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით ჩატარდა 664,9 ათასი აცრა, აქედან ორი დოზით აცრილია 204,2 ათასი ადამიანი.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 15 მარტიდან 8 ავისტომდე პერიოდში ყველაზე მეტი ადამიანი აიცრა თბილისში (227,3 ათასი), შემდეგ მოდის აჭარა (52,4 ათასი), იმერეთი (41,4 ათასი), სამეგრელო–ზემო სვანეთი (22,6 ათასი), შიდა ქართლი (20,5 ათასი), კახეთი (17,9 ათასი), ქვემო ქართლი (14,9 ათასი), მცხეთა-მთიანეთი (12 ათასი), გურია (7,9 ათასზე მეტი), სამცხე-ჯავახეთი (5,5 ათასი), რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი (3,1 ათასი).
ბაზრობა - Sputnik საქართველო, 1920, 10.08.2021
კოვიდ-სტატისტიკა საქართველოს რეგიონების მიხედვით
ვაქცინაციის პროცესში ყველაზე პასიური არიან 75 წელს ზემოთ პირები, რომლებიც რისკის ჯგუფში შედიან. ამ ასაკობრივ კატეგორიაში აცრილია ერთი დოზით 26,9 ათასი ადამიანი, ხოლო ორი დოზით – 15,5 ათასი.
საქართველოში ხელმისაწვდომია ოთხი სახის ვაქცინა: Pfizer, AstraZeneca, Sinopharm, Sinovac.
მასობრივი ვაქცინაცია ქვეყანაში 5 ივლისს დაიწყო, მას შემდეგ, რაც ჩინური ვაქცინების (Sinopharm და Sinovac) 1 მლნ დოზა შემოვიდა.
ქვეყანა კორონავირუსის მეოთხე ტალღას ებრძვის. ინფიცირების შემთხვევების ყოველდღიური მაჩვენებელი ძალზე მაღალია. ყველაზე მძიმე საქართველოში კორონავირუსის მეორე ტალღა იყო 2020 წლის შემოდგომაზე. მაშინ ინფიცირების ყოველდღიური მაჩვენებელი 4–5 ათასი იყო. ამჟამად ინფიცირების ყოველდღიურმა მაჩვენებელმა უკვე გადააჭარბა მეორე ტალღის დროს არსებულ მონაცემებს.
ყველა ახალი ამბავი
0