ქართული კომპანიების ფასიანი ქაღალდები ლონდონის ბირჟაზე: ერთი კვირის ვაჭრობის შედეგები

© photo: Sputnik / Alex Maknoton / გადასვლა მედიაბანკშილონდონის საფონდო ბირჟა
ლონდონის საფონდო ბირჟა - Sputnik საქართველო, 1920, 10.08.2021
გამოწერა
ლონდონის საფონდო ბირჟაზე საქართველოს მთავრობის ფასიანი ქაღალდების ღირებულება გასულ კვირაში გაიზარდა.
თბილისი, 10 აგვისტო – Sputnik. საქართველოს სუვერენული ობლიგაციების ღირებულება ლონდონის საფონდო ბირჟაზე გასულ კვირაში 0,2%-ით გაიზარდა და 102,29 პუნქტი შეადგინა, მოგება შეადგენს 2,23%-ს, ნათქვამია საინვესტიციო კომპანია Galt&Taggart-ის ანგარიშში.
კორპორატიული ობლიგაციებით ვაჭრობა
საინვესტიციო კომპანიის მონაცემებით, „საქართველოს ბანკის" ევროობლიგაციების ღირებულება ერთ კვირაში 0,26%-ით გაიზარდა, ვაჭრობა დაიხურა 2,44% მოგებით 106,78 პუნქტის ფასით. კომპანია Georgia Capital-ის გარიგებები ევროობლიგაციებზე დაიხურა 102,29 პუნქტის ფასით, 5,16% მოგებით, ფასი ერთ კვირაში 0,08%-ით შემცირდა. 
ლონდონის საფონდო ბირჟა - Sputnik საქართველო, 1920, 06.08.2021
2025 წლისთვის კაპიტალის ბაზარზე სახელმწიფო კომპანიების აქციების გატანა იგეგმება
„საქართველოს რკინიგზის" ევროობლიგაციების ღირებულება გასულ კვირაში 0,18%-ით გაიზარდა 101,52 პუნქტამდე, მოგება შეადგენს 3,75%-ს.
აქციებით ვაჭრობა
ფასი „საქართველოს ბანკის" აქციებზე ლონდონის საფონდო ბირჟაზე ერთ კვირაში 10,27%-ით გაიზარდა და ერთ აქციაზე 16,54 ფუნტი სტერლინგი შეადგინა. სულ კვირის განმავლობაში ბანკის 187 ათასი ფასიანი ქაღალდის ყიდვა–გაყიდვის გარიგება შედგა, ამასთან ფასი მერყეობდა ერთ აქციაზე 14,6–16,6 ფუნტის დიაპაზონში. 
კომპანია Georgia Capital-ის აქციების ფასი 1,11%-ით შემცირდა და ერთ აქციაზე 6,22 ფუნტი შეადგინა. სულ კვირის განმავლობაში კომპანიის 231 ათასი ფასიანი ქაღალდის ყიდვა–გაყიდვის გარიგება შესრულდა, ამასთან ფასი მერყეობდა ერთ აქციაზე 6,18–6,3 ფუნტის დიაპაზონში.
TBC Bank-ის აქციები ერთ კვირაში 7,08%-ით გაიზარდა 13 ფუნტამდე ერთ აქციაზე. სულ კვირის განმავლობაში კომპანიის 102 ათასი ფასიანი ქაღალდის ყიდვა–გაყიდვის გარიგება შედგა, ფასი მერყეობდა ერთ აქციაზე 11,9–13,34 ფუნტის დიაპაზონში.
ყველა ახალი ამბავი
0