გვინეაში მარბურგის სასიკვდილო ვირუსი დადასტურდა: ქვეყნები გაფრთხილებული არიან

© AP Photo / Al-hadji Kudra Maliroებოლას აფეთქება კონგოში
ებოლას აფეთქება კონგოში - Sputnik საქართველო, 1920, 10.08.2021
გამოწერა
გვინეაში უკვე ჩავიდნენ ჯანმოს, აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პროფილაქტიკის ცენტრების, საერთაშორისო სამედიცინო ალიანსის, წითელი ჯვრის, იუნისეფის ექსპერტები. დაწყებულია ბრძოლა ვირუსის აფეთქებისა და გავრცელების შესაჩერებლად.
თბილისი, 10 აგვისტო — Sputnik. გვინეის ხელისუფლებამ დაადასტურა ქვეყანაში მარბურგის ჰემორაგიული ცხელების პირველი შემთხვევა, ადგილზე უკვე მუშაობენ სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციების ექსპერტები, მეზობელი სახელმწიფოები გაფრთხილებული არიან, ნათქვამია ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადებაში.
მანამდე გვინეის ხელისუფლებამ ჯანმოს შეატყობინა, რომ პროვინცია გუეკუდუში, სადაც რამდენიმე წლის წინ პირველად გამოვლინდა ებოლას ჰემორაგიული ცხელება, ერთ-ერთი მამაკაცი მარბურგის სასიკვდილო ვირუსით დაავადდა. სინჯები გვინეის ორ ლაბორატორიაში გამოიკვლიეს, შემდეგ კი სენეგალის პასტერის ინსტიტუტში გადაგზავნეს შესამოწმებლად, სადაც მარბურგის ვირუსი დადასტურდა.   
ლაბორატორია - Sputnik საქართველო, 1920, 07.08.2021
ეჭვი მარბურგის ცხელებაზე: გვინეაში ახალი მომაკვდინებელი ვირუსი გამოვლინდა
ჯანმოს სპეციალისტების გარდა, ამ დროისათვის გვინეაში იმყოფებიან აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პროფილაქტიკის ცენტრების, საერთაშორისო სამედიცინო დახმარების ალიანსის (ALIMA), წითელი ჯვრის, იუნისეფისა და სხვა ორგანიზაციების ექსპერტები. დაწყებულია ბრძოლა ვირუსის შემდგომის აფეთქებისა და გავრცელების შესაჩერებლად.
უკვე მიმდინარეობს დაავადებულთან კონტაქტებისა და სხვა შემთხვევების მოძიება სამედიცინო დაწესებულებებსა და დასახლებულ პუნქტებში. დაავადებულის ოჯახის წევრები და მედიცინის მუშაკი, რომელმაც ის მიიღო საავადმყოფოში, რისკის მაღალ ჯგუფად არიან გამოყოფილი და მათ ჯანმრთელობას ყურადღებით აკვირდებიან.
ჯანმოს ცნობით, დაავადების სიმპტომი მამაკაცს 25 ივლისს გამოუვლინდა. 1 აგვისტოს ის თავისი სოფლის მახლობლად მდებარე მცირე სამედიცინო დაწესებულებაში მივიდა, მას აღენიშნებოდა ცხელება, თავის ტკივილი, დაღლილობა, მუცლის ტკივილი და ღრძილებიდან სისხლდენა. ავადმყოფს მალარიაზე ექსპრეს-ტესტი ჩაუტარდა, თუმცა პასუხი უარყოფითი იყო. პაციენტს ანტიბიოტიკებით მკურნალობა დაუნიშნეს. 2 აგვისტოს მამაკაცი გარდაიცვალა, რის შემდეგაც მომხდარის შესახებ პროვინციის ჯანდაცვის დეპარტამენტს შეატყობინეს.
მარბურგის ცხელების სამკურნალო პრეპარატები ან ვაქცინები ამ დროისათვის არ არსებობს.
მანამდე ვირუსის აფეთქებისა და ინფიცირების ცალკეული შემთხვევები გამოვლენილი იყო ანგოლაში, კონგოში, კენიაში, სამხრეთ აფრიკასა და უგანდაში.
ყველა ახალი ამბავი
0