უჰანის 11 მლნ მცხოვრები COVID-19-ზე ხუთ დღეში შეამოწმეს: გამოქვეყნდა შედეგები

© photo: Sputnik / Anna Ratkoglo / გადასვლა მედიაბანკშიკორონავირუსი უჰანში
კორონავირუსი უჰანში - Sputnik საქართველო, 1920, 09.08.2021
გამოწერა
ქალაქის ხელისუფლებამ კორონავირუსული ინფექციის ახალი შემთხვევების გამო გასულ სამშაბათს მოსახლეობის ტესტირება დაიწყო.
თბილისი, 9 აგვისტო — Sputnik. ჩინეთის ქალაქ უჰანის ხელისუფლებამ, საიდანაც დაიწყო კორონავირუსული ინფექციის ეპიდემია 2019 წლის ბოლოს, თითქმის მთელი მოსახლეობა შეამოწმა COVID-19-ზე, იუწყება სააგენტო Xinhua.
ქალაქის ადმინისტრაციამ გასულ სამშაბათს გამოაცხადა, რომ ყველა მოსახლის ტესტირებას გეგმავდა, ვინაიდან იქ კორონავირუსით ინფიცირების რამდენიმე ახალი შემთხვევა გამოვლინდა. უჰანის 11,28 მილიონი მცხოვრების ტესტირებას ხუთი დღე დასჭირდა.
ლაბორატორია - Sputnik საქართველო, 1920, 09.08.2021
COVID-19-ის მომავლის პროგნოზი: ის პრინციპულად ახალ დაავადებად გადაიქცევა
ქალაქის მთავრობის წარმომადგენლის ლი ტაოს თქმით, სპეციალისტებმა შეძლეს პრაქტიკულად სრულად მოეცვათ ქალაქი, გარდა ექვს წლამდე ბავშვებისა და იმ სტუდენტებისა, რომლებიც ზაფხულის არდადეგებზე ქალაქიდან იყვნენ გასული.
შაბათის მონაცემებით, ტესტირებამ COVID-19-ის ადამიანიდან ადამიანზე გადაცემის 37 შემთხვევა და ასევე ინფექციის 41 უსიმპტომო მატარებელი გამოავლინა.
როგორც ჩინეთის მეცნიერებათა აკადემიაში აცხადებენ, ტესტირების შედეგების საფუძველზე შეიძლება გაკეთდეს დასკვნა, რომ COVID-19-ის ახალ აფეთქებას ქალაქში ფართო გავრცელება არ მოჰყოლია.
ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, ტესტირების პროცესში 28 ათასზე მეტი მედიცინის მუშაკი იყო ჩართული.
ჯანმო: უცხოეთში მოგზაურობა ვაქცინაციაზე არ უნდა იყოს დამოკიდებული>>
ჩინეთმა მკაცრი საკარანტინო ზომების წყალობით საკმაოდ სწრაფად და ეფექტურად აღკვეთა ეპიდემიის გავრცელება ქვეყნის შიგნით. დიდი დროის განმავლობაში იქ პრაქტიკულად არ დაფიქსირებულა ლოკალური ინფიცირება — ყველა შემთხვევა საზღვარგარეთიდან იყო შეტანილი. თუმცა ახალი აფეთქება, რომელიც ნანკინის საერთაშორისო აეროპორტში დაიწყო, უკვე გავრცელდა ჩინეთის სხვა პროვინციებსა და ქალაქებში.
ყველა ახალი ამბავი
0