ძილს შვიდ დღეში მოგიწესრიგებთ: ექიმი ასახელებს ეფექტურ წვენს

წვენი - Sputnik საქართველო, 1920, 09.08.2021
გამოწერა
ამერიკელი სპეციალისტი სამეცნიერო კვლევაზე დაყრდნობით ასახელებს ხელმისაწვდომ წვენს, რომელიც ერთ კვირაში არეგულირებს ძილის პრობლემას.
თბილისი, 9 აგვისტო — Sputnik. ალუბლის წვენის რეგულარულმა მიღებამ შეიძლება ძილის ხარისხი გაგიუმჯობესოთ, განუცხადა ამერიკელმა ექიმმა ჰოლი კლამერმა პორტალ Eat This, Not That!-ს.  
„ძილის წინ ალუბლის წვენის სმა უკეთ დაძინებაში დაგეხმარებათ <…> მიზეზი ისაა, რომ ალუბალი მელატონინს შეიცავს — ჰორმონს, რომელიც ძილისა და სიფხიზლის ციკლების რეგულირებას უწყობს ხელს“, – განმარტა კლამერმა.
მან ისაუბრა 2012 წლის სამეცნიერო კვლევაზე, რა დროსაც მეცნიერები საკვლევ პირთა ერთ ჯგუფს ერთი კვირის განმავლობაში აძლევდნენ ძილის წინ ალუბლის წვენს, ხოლო მეორეს — პლაცებოს. შედეგად, შვიდი დღის შემდეგ პირველი ჯგუფის წევრებს საგრძნობლად გაუუმჯობესდათ ძილის ხარისხი.
მაღვიძარა - Sputnik საქართველო, 1920, 17.02.2021
თუ უძილობა გაწუხებთ: სწრაფად დაძინების მარტივი მეთოდი ფსიქოლოგიის პროფესორისგან
ამასთან ჰოლი კლამერმა აღნიშნა, რომ მათ, ვისაც ძილის წინ ზედმეტი სითხის მიღება არ სურს, შეუძლიათ ცოცხალი ალუბალი რაციონში შეიტანონ. მისი თქმით, ერთი ჭიქა უკურკო ალუბალი, მელატონინის გარდა, კალიუმის დღიური ნორმის 7%-ს შეიცავს, რაც ასევე უწყობს ხელს ჯანმრთელ ძილს.
მანამდე კიდევ ერთმა ამერიკელმა სპეციალისტმა სამანტა კესეტიმ განაცხადა, რომ ძილის ხარისხს ასევე აუმჯობესებს კაკალი. მისი თქმით, კაკალში შემავალი ტრიპტოფანის ამინომჟავა აუცილებელი ნივთიერებაა ორგანიზმში სეროტონინისა და მელატონინის გამოსამუშავებლად — ჰორმონებისა, რომლებიც ძალიან მნიშვნელოვანია ძილის რეგულირებისთვის.
ამისათვის, ექიმის რეკომენდაციით, შეიძლება დღის განმავლობაში რამდენჯერმე მიირთვათ ორიოდე ლებანი ნიგოზი.
ყველა ახალი ამბავი
0