საქართველოში ორი მიწისძვრა მოხდა

© AFP 2024 / NICOLAS ASFOURIსეისმოგრაფი
სეისმოგრაფი - Sputnik საქართველო, 1920, 09.08.2021
გამოწერა
ბოლო პერიოდში სოფელი სამება აქტიური სეისმური ზონა გახდა – პრაქტიკულად ყოველ კვირაში ფიქსირდება მცირე ბიძგები.
თბილისი, 9 აგვისტო — Sputnik. საქართველოში დღეს, დილით ზედიზედ ორი მიწისძვრა მოხდა, იუწყება სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი.
პირველი 3,5 მაგნიტუდის ბიძგები თბილისის დროით 07:24 საათზე დმანისის რაიონის სოფელ სამებასთან დაფიქსირდა. მეორედ აღნიშნულ ტერიტორიაზე 3,3 მაგნიტუდის მიწისქვეშა ბიძგები 08:03 საათზე დაფიქსირდა. 
ინფორმაცია ნგრევისა და მსხვერპლის შესახებ არ ვრცელდება.
საქართველო - საშუალო სეისმური აქტიურობის ქვეყანაა. საქართველოში დაფიქსირებული ყველაზე ძლიერი მიწისძვრა - 7-ბალიანი მაგნიტუდის - 1991 წელს რაჭისა და იმერეთის რეგიონებში მოხდა. ამ მიწისძვრის შედეგად 200-მდე ადამიანი დაიღუპა, დაინგრა თითქმის 46 ათასი სახლი და ათასი სამრეწველო ობიექტი.
 
ყველა ახალი ამბავი
0