„ახლა ვეღარ ვცეკვავ, მაგრამ ცეკვებს ვხატავ“ – ხელოვანი, რომელსაც ყველაფერი ახარებს

© photo: courtesy of Manana Amkoladzeმანანა ამყოლაძე
მანანა ამყოლაძე - Sputnik საქართველო, 1920, 09.08.2021
გამოწერა
„დღეში 12 საათი ვხატავ, მინდა, რომ სულ ვხატო“. მანამდე ამდენივე დროს ცეკვას და მუსიკას უთმობდა. პროფესიონალ მოცეკვავეზე მანანა ამყოლაძეზე მოგახსენებთ.
პროფესიონალ მხატვართა შორის აღმოჩნდა 2018 წელს, როცა საქართველოს მხატვართა კავშირის წევრი გახდა. მაშინ მისი ნამუშევრების გამოფენა და კონცერტი ერთდროულად გაიმართა. შთაგონებისთვის ახალი ბგერები სჭირდება ხოლმე, რისთვისაც მუსიკას მიმართავს და ახალი ფერებიც ტილოზე თავისთავად ჩნდება. როცა მის მიერ შექმნილ სამყაროს უყურებ, გეჩვენება, რომ იქ მოძრაობენ, ცეკვავენ, ცოცხლობენ... ამბობს, რომ სხვადასხვა დროს ხელოვნებით იმდენად აივსო, რომ დღეს ფანტაზიაში გაჩენილი თემების ტილოზე გადატანას ვეღარ ასწრებს...
© photo: courtesy of Manana Amkoladzeმანანა ამყოლაძე
მანანა ამყოლაძე - Sputnik საქართველო, 1920, 24.08.2021
მანანა ამყოლაძე
- ქალბატონო მანანა, პიონერთა სასახლე, სუხიშვილების სტუდია, ხატვით გატაცება და მუსიკალური სკოლა - ყოველივე ამან თქვენი ბუნება ბავშვობიდანვე ჩამოაყალიბა...
- დიახ, ყველაფერი ბავშვობიდან მოდის. პიონერთა სასახლეში ქართულ ცეკვებზე ექვსი წლიდან დავდივარ. შემდეგ იყო სუხიშვილების ქორეოგრაფიული სტუდია, რომელიც დავამთავრე. პარალელურად მუსიკალური სკოლა, ფორტეპიანოს განხრით. ხატვით სკოლის დროსაც ვხატავდი, მასწავლებელმა მაშინ ჩემი ნამუშევრები სკოლაში გამოფინა. საბოლოოდ დიდ სცენაზე გამოსვლამ, ქართული სამოსის ტარებამ, ცეკვამ და მუსიკამ ჩემი არტისტული ბუნება ჩამოაყალიბა.
© photo: courtesy of Manana Amkoladzeმანანა ამყოლაძის შემოქმედება
მანანა ამყოლაძის შემოქმედება - Sputnik საქართველო, 1920, 24.08.2021
მანანა ამყოლაძის შემოქმედება
- იმდროინდელი შთაბეჭდილებები ალბათ დღემდე გახსოვთ...
- მახსოვს, პიონერთა სასახლიდან კონცერტებით ხან მოსკოვში მივდიოდით, ხან პეტერბურგში. პროგრამაში შედიოდა მუზეუმების დათვალიერება – ერმიტაჟი, რუსული მუზეუმი, ტრეტიაკოვის და პუშკინის მუზეუმები... ეს საკმარისზე მეტია იმისთვის, რომ მსოფლიოს საუკეთესო მხატვრებს გაეცნო. კაუნასში ვიყავი ჩურლიონისის მუზეუმში, სადაც ამავე მხატვრის მიერ შექმნილ მუსიკაზე დახატული ტილოებია.
© photo: courtesy of Manana Amkoladzeმანანა ამყოლაძის შემოქმედება
მანანა ამყოლაძის შემოქმედება - Sputnik საქართველო, 1920, 24.08.2021
მანანა ამყოლაძის შემოქმედება
- ამბობთ, რომ ხატვა იმპრესიონისტებისგან ისწავლეთ, ყველაზე დიდი გავლენა ვინ იქონია?
- მოგზაურობის დროს მუზეუმებში დიდი მხატვრების ნამუშევრებს ყურადღებით ვათვალიერებდი. მერე ვყიდულობდი კატალოგებს და რაც მომწონდა, მათ ასლებს ვხატავდი. ასე ვისწავლე დიდი მხატვრებისგან ფერწერა, ძირითადად – იმპრესიონისტებისგან. ყველაზე დიდი გავლენა ჩემზე რენუარის ფერწერამ იქონია. მერე დიდი დრო დამჭირდა იმისთვის, რომ მათი გავლენისგან გავთავისუფლებულიყავი და გამოხატვის საკუთარი ხერხებისა და ფერებისთვის მიმეგნო.
© photo: courtesy of Manana Amkoladzeმანანა ამყოლაძის შემოქმედება
მანანა ამყოლაძის შემოქმედება - Sputnik საქართველო, 1920, 24.08.2021
მანანა ამყოლაძის შემოქმედება
- ალბათ ეს არ იყო ადვილი, რა დაგეხმარათ ამაში?
- ჩემი ხელწერა რომ მეპოვა, უფალი დამეხმარა. საამისოდ მან ყველა სიკეთე მომცა, მე კი ბევრს ვშრომობდი. ეს იყო გზა სრულყოფილებისკენ. მართალია, ვერ მივაღწიე, მაგრამ ჩემ ხელწერას უკვე სცნობენ და ეს კარგია. რადგან ძალიან მიყვარს მუსიკა, ხატვის დროსაც ვმღერი და საკუთარი ხელწერის პოვნაში ალბათ მუსიკაც დამეხმარა. მუსიკა და ფერწერა ჩემთვის განუყრელია, ყოველ შემთხვევაში, მე ასე მომწონს. 
© photo: courtesy of Manana Amkoladzeმანანა ამყოლაძის შემოქმედება
მანანა ამყოლაძის შემოქმედება - Sputnik საქართველო, 1920, 24.08.2021
მანანა ამყოლაძის შემოქმედება
- როდესაც სცენაზე გამოდიოდით, ალბათ იმ დროს დიდ ხელოვანებთანაც გადაიკვეთეთ...
- ცეკვას ფრიდონ სულაბერიძე მასწავლიდა, ცეკვის ისტორიასაც ის გვიყვებოდა. ჩვენ ხშირად გამოვდიოდით ოპერის სცენაზე, რომლის კულისებში ხშირად მინახავს ცნობილი ხელოვანები - ზურაბ სოტკილავა, ლამარა ჭყონია, ფილარმონიაში - ნინო, ილიკო და მთელი დასი, მათ იუბილეზე ჩვენც გამოვედით. მახსოვს ცნობილი ქართველი მხატვრები, რომელთა სახელოსნოებში ხშირი სტუმრობა მიწევდა.
© photo: courtesy of Manana Amkoladzeმანანა ამყოლაძის შემოქმედება
მანანა ამყოლაძის შემოქმედება - Sputnik საქართველო, 1920, 24.08.2021
მანანა ამყოლაძის შემოქმედება
- პროფესიით ფილოლოგი საპროექტო ინსტიტუტში როგორ აღმოჩნდით?
- თბილისის მე-60 საშუალო სკოლის დამთავრების მერე იმავე წელს ფილოლოგიის ფაკულტეტზე ჩავაბარე. დაუსწრებელზე ვსწავლობდი და მაშინ აუცილებელი იყო სამსახურის ცნობა. სტუდენტს სად უნდა მემუშავა? ამიტომ მამამ მიმიყვანა „წყალპროექტში“, სადაც კორექტორად დავიწყე მუშაობა. ინსტიტუტის დამთავრების მერეც ვმუშაობდი საპროექტო ინსტიტუტში. სამსახურში სულ ვხატავდი, ძირითადად თანამშრომლების პორტრეტებს. 
© photo: courtesy of Manana Amkoladzeმანანა ამყოლაძის შემოქმედება
მანანა ამყოლაძის შემოქმედება - Sputnik საქართველო, 1920, 24.08.2021
მანანა ამყოლაძის შემოქმედება
- დღეს თქვენს ოჯახში შემოქმედებითი გარემოა...
- დიახ, ასეა. მეუღლე მუსიკოსი მყავს და ხატვის დროს მის იმპროვიზაციებს ვუსმენ ხოლმე. გოგონა კლასიკურ მუსიკას უკრავს და ბედნიერებას მანიჭებს. მე კი სულ ვხატავ, დღეში 12 საათი ვხატავ. მინდა, რომ სულ ვხატო, ამიტომ ტილოზე ფანტაზიაში გაჩენილი თემების გადმოტანას ვერ ვასწრებ. შეიძლება ითქვას, რომ ფერწერამ მთლიანად მოიცვა ჩემი არსი. როცა ფერები მთავრდება, ვიცლები ხოლმე. მერე, შესავსებად, შთაგონებისთვის ახალი ბგერები მჭირდება. რაიმეს დავწერ, ან მუსიკაში შევალ, ვიმღერებ და ახალი ფერებიც ჩნდება. ასე ვთამაშობ ჩემთვის და აღმოჩნდა, რომ ეს სხვებისთვისაც საინტერესო და სტიმულის მიმცემია და ეს ძალიან მახარებს.
© photo: courtesy of Manana Amkoladzeმანანა ამყოლაძის შემოქმედება
მანანა ამყოლაძის შემოქმედება - Sputnik საქართველო, 1920, 24.08.2021
მანანა ამყოლაძის შემოქმედება
- გენატრებათ სცენაზე ცეკვა?
- არც უმაგისობაა. მენატრება, მაგრამ მარტო მონატრება არაა. რასაც ვხატავ, ეს არის ქართული ცეკვით, ქართული რიტმით და სამოსის მრავალფეროვნებით ჩემი აღფრთოვანების გამოხატვა. განა არსებობს ქვეყანაზე ამაზე ლამაზი ცეკვები?!
© photo: courtesy of Manana Amkoladzeმანანა ამყოლაძის შემოქმედება
მანანა ამყოლაძის შემოქმედება - Sputnik საქართველო, 1920, 24.08.2021
მანანა ამყოლაძის შემოქმედება
- ცეკვა უფრო რთულია თუ მისი ხატვა?
- სირთულე ცეკვის დროსაა, ხატვის დროს არა! მე ყველა ცეკვა ერთნაირად მიყვარს, რადგან ისინი ერთმანეთს არ ჰგავს და სხვადასხვა კუთხის ხასიათს გამოხატავს – მუსიკით, მოძრაობით, სამოსით. ყველა მათგანი უნიკალურია და თვითმყოფადი.
- დღეს მოცეკვავეებს ხშირად ხატავთ, შეიძლება ითქვას, რომ ამ ფორმით იკმაყოფილებთ ცეკვის სურვილს?
- მე ხასიათით ფეთქებადი და სენტიმენტალური ვარ. დიახ, ახლა ვეღარ ვცეკვავ, მაგრამ ცეკვებს ვხატავ. ძალიან მინდა ქართული ცეკვები ვხატო, ვცდილობ სიმღერაც დავხატო და ტილო ავამღერო. არ ვიცი რა გამომივა, სურვილი დიდი მაქვს და რადგან სიმღერას შინაგანად კარგად ვგრძნობ, ალბათ გამომივა. ვხატავ ყველაფერს, რაც მინახავს და განმიცდია: სიყვარული, სილამაზე, სამყაროს და ადამიანების მიმართ კეთილგანწყობა – ეს ყველაფერი მახარებს და მეც ამ სიხარულს ვხატავ. ცხოვრებასა და შემოქმედებაშიც ასეა: რასაც გავცემ, ის მიბრუნდება...
ყველა ახალი ამბავი
0