ბიძინა ივანიშვილი ყველაზე მდიდარი ქართველი აღარაა – Forbes-ის მონაცემები

© photo: Sputnik / Alexey Vitvitskiy / გადასვლა მედიაბანკშიForbes–ის ლოგოტიპი
Forbes–ის ლოგოტიპი - Sputnik საქართველო, 1920, 09.08.2021
გამოწერა
მიხეილ ლომთაძის ქონება ამ დროისათვის 5,1 მლრდ დოლარად არის შეფასებული. ჯერ კიდევ 2021 წლის აპრილში Forbes-ის წლიურ რეიტინგში მისი აქტივები 3,2 მლრდ დოლარად ფასდებოდა.
თბილისი, 9 აგვისტო – Sputnik. ყაზახური კომპანია Kaspi.kz-ის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე, საქართველოს მოქალაქე მიხეილ ლომთაძე Forbes-ის მილიარდერთა ონლაინ-რეიტინგში 597-ე ადგილს იკავებს.
ბერნარ არნო - Sputnik საქართველო, 1920, 24.05.2021
დასახელდა დედამიწის უმდიდრესი ადამიანი - Forbes-მა მილიარდერთა სია განაახლა
გამოცემის ინფორმაციით, ლომთაძის ქონება მიმდინარე პერიოდში 5,1 მლრდ დოლარად არის შეფასებული. ჯერ კიდევ 2021 წლის აპრილში გამოქვეყნებულ Forbes-ის მილიარდერთა წლიურ რეიტინგში მისი აქტივები 3,2 მლრდ დოლარად იყო შეფასებული და რეიტინგში 956-ე ადგილი ეკავა.
ამგვარად, აქტივების ღირებულებით ლომთაძემ Forbes-ის რეიტინგის ბოლო ათწლეულის უცვლელ ლიდერს ბიძინა ივანიშვილს გაუსწრო, რომელსაც 4,8 მლრდ დოლარით ონლაინ-რეიტინგში 632-ე ადგილი უკავია. აპრილში ივანიშვილი 589-ე ადგილზე იყო. თუმცა მისი ქონების ოდენობა არ შეცვლილა.
ონლაინ-რეიტინგის ლიდერთა სამეულში შედიან:
  • ბერნარ არნო – გლობალური ბიზნეს-იმპერიის ხელმძღვანელი (75 ბრენდის შემადგენლობით, მათ შორის, Louis Vuitton და Sephora). 197,7 მილიარდი დოლარი
  • ჯოზეფ ბეზოსი – ონლაინ რიტეილერის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი. 193,3 მლრდ დოლარი
  • ილონ მასკი – Tesla-ს გენერალური დირექტორი. 182 მლრდ დოლარი.
ვინ არის მიხეილ ლომთაძე
მიხეილ ლომთაძე 45 წლისაა, ბათუმელია. დაამთავრა თბილისის მართვის ევროპული სკოლა (European School of Management), 2002 წელს მიიღო МВА-ს ხარისხი ჰარვარდის ბიზნეს-სკოლაში.
ივანიშვილმა Forbes-ის რეიტინგში თავისი პოზიციები დათმო>>
სტუდენტობის დროს თბილისში დააარსა აუდიტისა და კონსალტინგის კომპანია Georgia Consulting Group Audit. 2002 წელს კომპანია გლობალურმა ქსელმა Ernst&Young შეიძინა.
ყაზახეთი - Sputnik საქართველო, 1920, 28.10.2020
ქართველი ბიზნესმენი ყაზახეთში მილიარდერი გახდა
2002 წელს მუშაობდა პირდაპირი ინვესტიციების ფონდში Baring Vostok საინვესტიციო პროექტების მენეჯერად. 2007 წლიდან არის სს Kaspi Bank-ის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე.
ლომთაძემ 2008 წელს განაცხადა: „საქართველო, რა თქმა უნდა, ძალიან მიყვარს. ოდესმე, ცხოვრების ბოლოს, აუცილებლად საქართველოში ვიცხოვრებ“.
მან 2017 წელს დაადასტურა, რომ ქართული პასპორტი აქვს და ყაზახეთის მოქალაქეობის მიღებას არ გეგმავს.
მიხეილ ლომთაძე 2020 წელს დააჯილდოვდა ყაზახეთის პრეზიდენტის მიერ დაწესებული მედლით COVID-19-ის პანდემიასთან ბრძოლაში შეტანილი წვლილისათვის.
ყველა ახალი ამბავი
0