გარდაბანში 17 წლის ბიჭის ცხედარი იპოვეს

© Sputnik / STRINGERსამაშველო ოპერაცია
სამაშველო ოპერაცია - Sputnik საქართველო, 1920, 09.08.2021
გამოწერა
ახალგაზრდა, რომელიც მდინარე მტკვარში სათევზაოდ იყო შესული, წყლის დინებამ რამდენიმე დღის წინ გაიტაცა. მოზარდის ცხედარი იდენტიფიცირებულია.
თბილისი, 9 აგვისტო - Sputnik. გარდაბანში დაკარგული 17 წლის ბიჭის ცხედარი მდინარე მტკვარში იპოვეს. ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.
მაშველები - Sputnik საქართველო, 1920, 07.08.2021
მდინარე მტკვარში არასრულწლოვანს ეძებენ
უწყების ცნობით, გარდაბანში ე.წ. გრესის არხის მიმდებარედ მდინარე მტკვარში სათევზაოდ ახალგაზრდა მამაკაცი შევიდა, რომელიც წყლის დინებამ გაიტაცა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ში შესული შეტყობინების მიღებისთანავე მეხანძრე-მაშველები საძიებო ოპერაციაში ჩაერთვნენ. ინფორმაციაში ნათქვამია, რომ ცხედარი უკვე ამოსვენებულია და ოჯახმა ის ამოიცნო.
უწყების ცნობით, სამაშველო ღონისძიებაში მონაწილეობდა 35 მეხანძრე-მაშველი, სამი მყვინთავი, საფრენი აპარატი დრონი, მცურავი საშუალებები და ფსკერის სკანირების სპეციალური ხელსაწყო.
ყველა ახალი ამბავი
0