ატმისა და ვაშლატამას ექსპორტი იზრდება

© photo: Sputnik / Taras Litvinenko / გადასვლა მედიაბანკშიატამი
ატამი - Sputnik საქართველო, 1920, 09.08.2021
გამოწერა
ატმის ექსპორტის ხელშეწყობის მიზნით საჭირო დოკუმენტაციის მომზადება და გაცემა „ერთი ფანჯრის” პრინციპით ხორციელდება. პროცესში ჩართული არიან ფიტოსანიტარიული და საბაჟო სამსახურები.
თბილისი, 9 აგვისტო – Sputnik. მიმდინარე წლის 1 მაისიდან 8 აგვისტოს ჩათვლით პერიოდში საქართველოდან 25,9 ათასი ტონა ატმისა და ვაშლატამას ექსპორტი განხორციელდა, იუწება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო. 
ატამი - Sputnik საქართველო, 1920, 26.07.2021
ატმისა და ვაშლატამას მზარდი ექსპორტი: გამოქვეყნდა სამი თვის მონაცემები
გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ატმისა და ვაშლატამას ექსპორტის მოცულობა 7,6 ათასი ტონით (41%), ხოლო ღირებულება - 7,9 მლნ აშშ დოლარით (51%) გაიზარდა.
ექსპორტი განხორციელდა რუსეთში (16.915 ტონა), სომხეთში (7.688 ტონა), აზერბაიჯანში (269 ტონა), უკრაინაში (671 ტონა), ბელარუსში (119 ტონა), ყაზახეთში (95 ტონა), მოლდოვასა (116 ტონა) და სლოვენიაში (59 ტონა).
ატმის მოსავლის რეალიზაციის ხელშეწყობის მიზნით მთელი სეზონის განმავლობაში სპეციალური სამუშაო ჯგუფი მუშაობს, რომელიც უზრუნველყოფს პროდუქციის ექსპორტისთვის საჭირო დოკუმენტაციის მომზადებასა და გაცემას „ერთი ფანჯრის" პრინციპით.
წელს ატმის მოსავლის დაბინავების პროცესში, შარშანდელი 23-ის ნაცვლად, 36 სამაცივრე მეურნეობაა ჩართული. სამაცივრე მეურნეობებში ატმის ჩაბარების ფასი 1 ლარიდან 1,4 ლარამდეა, ხოლო ვაშლატამასი – 1,8 ლარამდე.
2020 წლის სეზონზე საქართველოდან ექსპორტზე 23,4 ათას ტონაზე მეტი ატამი გავიდა, აქედან მოსავლის საერთო რაოდენობის 80%-ზე მეტი – რუსეთში. პროდუქციის ექსპორტი ასევე ხორციელდებოდა უკრაინაში, ყაზახეთში, ერაყში, ირანში, ბელარუსში, მოლდოვასა და კატარში.
ყველა ახალი ამბავი
0