კვირის პროგნოზი: როგორი ამინდი იქნება თბილისში 9–15 აგვისტოს

© photo: Sputnikეპიდემია
ეპიდემია - Sputnik საქართველო, 1920, 09.08.2021
გამოწერა
ეს კვირა, წინა კვირებთან შედარებით, დედაქალაქში წვიმის გარეშე ჩაივლის და უფრო ცხელიც იქნება. მაქსიმალური ტემპერატურა 36 გრადუსია მოსალოდნელი.
თბილისი, 9 აგვისტო – Sputnik. სინოპტიკოსები ამ კვირაში თბილისში უპირატესად მზიან და ცხელ ამინდს პროგნოზირებენ. მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა.
ორშაბათი, 9 აგვისტო: თბილისში მოსალოდნელია ცხელი ამინდი.
მინიმალური ტემპერატურა ღამით პლუს 26 გრადუსი, მაქსიმალური დღისით კი 35 გრადუსი იქნება. ქარის სიჩქარე წამში 8–13 მეტრი იქნება.
სამშაბათი, 10 აგვისტო: მოსალოდნელია ცხელი ამინდი.
მინიმალური ტემპერატურა ღამით 23 გრადუსი, მაქსიმალური დღისით – 37 გრადუსი იქნება. მზე 06:03 საათზე ამოვა და 20:08 საათზე ჩავა. ქარის სიჩქარე წამში 10–15 მეტრი იქნება
ოთხშაბათი, 11 აგვისტო: უპირატესად მზიანი ამინდია ნავარაუდევი, იქნება სიცხე.
მინიმალური ტემპერატურა ღამით 21 გრადუსი, დღისით – 35 გრადუსი. მზე 06:04 საათზე ამოვა და 20:07 საათზე ჩავა. ქარის სიჩქარე წამში 10–15 მეტრი იქნება.
ხუთშაბათი, 12 აგვისტო: უპირატესად მზიანი ამინდი, იქნება სიცხე.
მინიმალური ტემპერატურა ღამით 22 გრადუსი, დღისით – 36 გრადუსი. მზე 06:05 საათზე ამოვა და 20:05 საათზე ჩავა. ქარის სიჩქარე წამში 10–15 მეტრი იქნება.
პარასკევი 13 აგვისტო: დედაქალაქში მოსალოდნელია მზიანი და უნალექო ამინდი.
მინიმალური ტემპერატურა ღამით 23, დღისით მაქსიმალური კი 36 გრადუსი იქნება. მზე 06:06 საათზე ამოვა და 20:04 საათზე ჩავა. ქარის სიჩქარე წამში 10–15 მეტრი იქნება.
შაბათი, 14 აგვისტო: თბილისში ღრუბლიანი ამინდია ნავარაუდევი.
ჰაერის მინიმალური ტემპერატურა ღამით პლუს 24 გრადუსი, დღისით მაქსიმალური კი 36 გრადუსი იქნება. მზე 06:07 საათზე ამოვა და 20:02 საათზე ჩავა. ქარის სიჩქარე წამში 10–15 მეტრი იქნება.
კვირა, 15 აგვისტო: თბილისში მზიანი ამინდი იქნება.
ჰაერის მინიმალური ტემპერატურა ღამით პლუს 22, დღისითი მაქსიმალური კი 35 გრადუსია ნავარაუდევი. მზე 06:08 საათზე ამოვა და 20:01 საათზე ჩავა. ქარის სიჩქარე წამში 10–15 მეტრი იქნება.
 
ყველა ახალი ამბავი
0