საქართველოში მიწისძვრა მოხდა

CC BY 2.0 / lora_313 / Kilauea Seismographsსეისმოგრაფი
სეისმოგრაფი - Sputnik საქართველო, 1920, 08.08.2021
გამოწერა
აღნიშნულ ლოკაციაზე აგვისტოში მიწისძვრა უკვე მეხუთედ ფიქსირდება (1, 6, 7 აგვისტო), ხოლო ივლისში სოფელ სამებასთან მიწისქვეშა ბიძგები 11-ჯერ დაფიქსირდა.
თბილისი, 8 აგვისტო – Sputnik. ქალაქ დმანისიდან 25 კილომეტრში, სოფელ სამებასთან 3,0 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა, იუწყება სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი.
მიწისქვეშა ბიძგები თბილისის დროით 7:59 საათზე დაფიქსირდა. ეპიცენტრი 10 კმ სიღრმეში მდებარეობდა. 
სეისმოგრაფი - Sputnik საქართველო, 1920, 07.08.2021
ორი დღის მონაცემები: სოფელ სამებასთან მესამე მიწისძვრა დაფიქსირდა
აღნიშნულ ლოკაციაზე აგვისტოში მიწისძვრა უკვე მეხუთედ ფიქსირდება (1, 6, 7 აგვისტო), ხოლო ივლისში სოფელ სამებასთან მიწისქვეშა ბიძგები 11-ჯერ დაფიქსირდა.
ინფორმაცია ნგრევისა და მსხვერპლის შესახებ არ ვრცელდება.
საქართველო - საშუალო სეისმური აქტიურობის ქვეყანაა. საქართველოში დაფიქსირებული ყველაზე ძლიერი მიწისძვრა - 7-ბალიანი მაგნიტუდის - 1991 წელს რაჭისა და იმერეთის რეგიონებში მოხდა. ამ მიწისძვრის შედეგად 200-მდე ადამიანი დაიღუპა, დაინგრა თითქმის 46 ათასი სახლი და ათასი სამრეწველო ობიექტი.
 
ყველა ახალი ამბავი
0