კოვიდ-სტატისტიკა საქართველოს რეგიონების მიხედვით: 7 აგვისტოს მონაცემები

კორონავირუსი საქართველოში
კორონავირუსი საქართველოში - Sputnik საქართველო, 1920, 07.08.2021
გამოწერა
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 4.216 -ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 444.569-ს მიაღწია
თბილისი, 7 აგვისტო – Sputnik. საქართველოში ბოლო 24 საათში გამოვლენილი კორონავირუსის 4.216 შემთხვევიდან ყველაზე მეტი – 1.889 შემთხვევა დედაქალაქში დაფიქსირდა. ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
ინფიცირებულთა შემთხვევების რაოდენობით მეორე ადგილზე აჭარა, შემდეგ კი იმერეთია.
ტესტირება კორონავირუსზე - Sputnik საქართველო, 1920, 07.08.2021
COVID-19 საქართველოში – 7 აგვისტოს მონაცემები
რეგიონების მიხედვით კორონავირუსით ინფიცირების სტატისტიკა ასეთია:  აჭარა - 620, იმერეთი - 464, კახეთი - 273, სამეგრელო-ზემო სვანეთი - 265, ქვემო ქართლი - 217, შიდა ქართლი - 195, მცხეთა-მთიანეთი -106, გურია - 92, სამცხე-ჯავახეთი - 66, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 29.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1.735 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 397.240-მდე გაიზარდა.
ბოლო დღე-ღამის განმავლობში გარდაიცვალა 38 ადამიანი და გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 6.054-ს მიაღწია.
ამ დროის მონაცემებით, საქართველოში 41.249 აქტიური შემთხვევაა. კოვიდ-კლინიკებში მოთავსებულია 6.426 პაციენტი, მათ შორის, თბილისში – 3.047, აჭარაში - 837, იმერეთში - 930.
1.303 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე შეერთებულია 287 პირი, მათგან თბილისში – 191, აჭარაში - 17, იმერეთში - 20. კოვიდ-სასტუმროებში მოთავსებულია 2.523 ადამიანი, მათ შორის 1.174 - თბილისში, 812- აჭარაში. 32.300 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
დღევანდელი მდგომარეობით, საკარანტინო სივრცეში მოთავსებულია 42 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 37, ხოლო აჭარაში - 5.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 31.752 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 13.299, პირი, აჭარაში - 5.026, იმერეთში - 3.597.
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 4.216 -ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 444.569-ს მიაღწია.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.
ყველა ახალი ამბავი
0