ჯანმო: უცხოეთში მოგზაურობა ვაქცინაციაზე არ უნდა იყოს დამოკიდებული

© photo: Sputnik / Aleksey Vitvitskiy / გადასვლა მედიაბანკშიჯანმოს სათავო ოფისი ჟენევაში
ჯანმოს სათავო ოფისი ჟენევაში - Sputnik საქართველო, 1920, 07.08.2021
გამოწერა
მანამდე ჯანმოს გენერალურმა დირექტორმა ბუსტერულ დოზებზე მორატორიუმის გამოცხადება მოთხოვა, ვინაიდან ეს კიდევ მეტად აღრმავებს უფსკრულს ღარიბ და მდიდარ ქვეყნებს შორის
თბილისი, 7 აგვისტო — Sputnik. უცხოეთის ქვეყნებში მოგზაურობისთვის კორონავირუსზე ვაქცინაცია სავალდებულო არ უნდა გახდეს, განაცხადა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ტარიკ იაშარევიჩმა ჟენევაში გამართულ ბრიფინგზე.
მისი თქმით, ამგვარი პოზიციის საფუძველი ისაა, რომ მსოფლიოში ჯერჯერობით არ არსებობს თანაბარი წვდომა COVID-19-ის ვაქცინებზე, და საჭირო არ არის, რომ ამას „დისკრიმინაციის კიდევ ერთი პუნქტი დაემატოს“ იმ ადამიანების მიმართ, რომლებსაც ასეთი წვდომა არ გააჩნიათ.
ჯანმო: ბუსტერულ ვაქცინაციაზე მორატორიუმი უნდა გამოცხადდეს>>
ამასთან, ჯანმოს ოფიციალური წარმომადგენლის თქმით, ორგანიზაცია მხარს უჭერს „ვაქცინების ციფრული სერტიფიკაციის დანერგვას და მუშაობს იმ ტექნოლოგიურ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც ამჟამად მოქმედ სერტიფიკატებს შორის ურთიერთქმედებას უკავშირდება“.
ყველა ახალი ამბავი
0