ბათუმში კორონავირუსს 21 წლის გოგო ემსხვერპლა

© AP Photo / Rajanish Kakadeკლინიკა
კლინიკა - Sputnik საქართველო, 1920, 07.08.2021
გამოწერა
პაციენტს თანმდევი დაავადებები აღენიშნებოდა. ჩატარებული სამედიცინო ღონისძიებების მიუხედავად, ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.
თბილისი, 7 აგვისტო – Sputnik. ბათუმში კორონავირუსისგან გამოწვეული გართულებებით 21 წლის ახალგზრდა გოგო გარდაიცვალა, ინფორმაციას „აჭარის ტელევიზია" ავრცელებს. 
კორონავირუსი საქართველოში - Sputnik საქართველო, 1920, 07.08.2021
კოვიდ-სტატისტიკა საქართველოს რეგიონების მიხედვით: 7 აგვისტოს მონაცემები
გავრცელებული ინფორმაციით, ახალგაზრდა ქალი ბათუმის საერთაშორისო საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში 24 ივლისს მოათავსეს. მას თანმდევ დაავადებებთან ერთად მაღალი ტემპერატურა აღენიშნებოდა. როგორც კლინიკაში აცხადებენ, გოგონას კლინიკაში შეყვანისას გეგმური კვლევა ჩაუტარდა, რის შედეგადაც კორონავირუსი დაუდასტურდა. ექიმების განცხადებით, ახალგაზრდა ქალს კლინიკაში შეყვანისას ფილტვები უკვე დაზიანებული ჰქონდა.
„პაციენტს ძალიან რთული ნეიროქირურგიული ოპერაცია ჰქონდა ჩატარებული. იგი რეანიმაციულ განყოფილებაში იყო მოთავსებული. სამწუხაროდ გუშინ გარდაიცვალა", – აცხადებენ კლინიკაში.
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 4.216-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 444.569 შეადგინა. ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 397.240 ადამიანი. ბოლო 24 საათში გარდაიცვალა 38 და გარდაიცვლილთა საერთო რიცხვმა 5.986-ს მიაღწია.
ყველა ახალი ამბავი
0