სად გაქრა პომპეოს საჩუქარი: სახელმწიფო დეპარტამენტი ელიტური ვისკის ბოთლს ეძებს

© AP Photo / Jens Meyerმაიკ პომპეო
მაიკ პომპეო - Sputnik საქართველო, 1920, 07.08.2021
გამოწერა
როგორც რეესტრის ჩანაწერებიდან ირკვევა, აშშ-ის ყოფილ სახელმწიფო მდივანს რამდენიმე ათას დოლარად ღირებული ვისკი იაპონიის მთავრობამ უსახსოვრა
თბილისი, 7 აგვისტო — Sputnik. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა გამოძიება დაიწყო იმის დასადგენად, თუ სად გაქრა თავის დროზე სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოსთვის ნაჩუქარი ელიტური ვისკის ბოთლი, რომელიც 5800 დოლარი ღირს, იუწყება Fox News-ი.
როგორც თავად პომპეო აცხადებს, არანაირი იდეა არ აქვს, სად შეიძლება იყოს ძვირადღირებული სასამელი და ამასთან მიანიშნა, რომ ვისკი შესაძლოა სახელმწიფო დეპარტამენტის „არაკომპეტენტურობის გამო“ დაიკარგა.
„წარმოდგენა არ მაქვს. სავარაუდოდ, ხელიც არავის უხლია. აზრზე არ ვარ, როგორ დაკარგა სახელმწიფო დეპარტამენტმა ეს ნივთი. თუმცა მე შევსწრებივარ მათ უზარმაზარ არაკომპეტენტურობას ჩემი იქ ყოფნის პერიოდში... ეს რომ დიეტური კოლა ყოფილიყო, აუცილებლად მაშინვე ვეცემოდი“, — ხუმრობით დაასრულა პომპეომ თავისი კომენტარი.
შესაბამის რეესტრებში არსებული ჩანაწერის თანახმად, იაპონიის მთავრობამ 2019 წელს გადასცა ეს საჩუქარი აშშ-ის მაშინდელ სახელმწიფო მდივანს. იქვე გაკეთებულია აღნიშვნა: „განკარგულება უცნობია“.
აღსანიშნავია, რომ ამერიკელ მაღალჩინოსნებსა და სახელმწიფო მოღვაწეებს მხოლოდ იმ შემთხვევაში შეუძლიათ საჩუქრის მიღება, თუ მისი ფასი 390 დოლარს არ აღემატება. უფრო ძვირადღირებული საჩუქრები ამნ ეროვნულ არქივს გადაეცემა, ან საჩუქრის ადრესატს შეუძლია საკუთარი ჯიბიდან გადაიხადოს მისი ფაქტობრივი ღირებულება და ამ სახით გამოისყიდოს იგი.
ყველა ახალი ამბავი
0