კომპანიამ SpaceX ყველაზე დიდი რაკეტა Starship ააგო - ვიდეო

გამოწერა
რაკეტის სიგრძე 120 მეტრია. კომპანია უკვე წლებია მის შექმნაზე მუშაობს და ამ დროის განმავლობაში რამდენიმე პროტოტიპი გამოცადა
Starship ისტორიაში ყველაზე დიდი რაკეტაა, რომელიც კოსმოსში გასაფრენად შეიქმნა.
მისი აგება ტეხასში ბოკა-ჩიკას კოსმოდრომზე მიმდინარეობდა.
Starship-ის სრულყოფილმა პროტოტიპმა უნდა განახორციელოს პირველი ობრიტალური ფრენა.
კომპანია წლებია რაკეტის შექმნაზე მუშაობს. მათ გამოცადეს რამდენიმე პროტოტიპი, რომელთაგან ზოგიც აფეთქდა, ზოგი კი წარმატებით აფრინდა და დაეშვა დედამიწაზე.
ორბიტალური ფრენის თარიღს SpaceX ჯერ-ჯერობით არ აჟღერებს. კომპანიას Starship-ის მთვარესა და მარსზე გასაფრენად გამოყენება სურს.
ყველა ახალი ამბავი
0