საქართველოში მიწისძვრა მოხდა – დღეს უკვე მეორე

CC BY-SA 3.0 / Yamaguchi先生 / Kinemetrics seismographსეისმოგრაფი
სეისმოგრაფი - Sputnik საქართველო, 1920, 06.08.2021
გამოწერა
მიწისქვეშა ბიძგები თბილისის დროით 19:25 საათზე კვლავ სოფელ სამებასთან დაფიქსირდა, სადაც ბოლო ორ თვეში დაახლოებით 20 მიწისძვრა მოხდა. სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ აღნიშნულ ლოკაციაზე ხშირი ბიძგები ყურადღებას საჭიროებს.
თბილისი, 6 აგვისტო – Sputnik. დღეს დმანისის რაიონში, სოფელ სამებასთან 3,4 მაგნიტუდის სიდიდის მიწისძვრა მოხდა, იუწყება სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი
მიწისქვეშა ბიძგები თბილისის დროით 19:25 საათზე დაფიქსირდა. ეპიცენტრი 11 კმ სიღრმეში მდებარეობდა.
ინფორმაცია ნგრევისა და მსხვერპლის შესახებ არ ვრცელდება.
სეისმოგრაფი - Sputnik საქართველო, 1920, 06.08.2021
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
ივნისსა და ივლისში, ასევე 1 აგვისტოს სეისმოლოგებმა ამ ტერიტორიაზე 3,0–4,0 მაგნიტუდის დაახლოებით 20 მიწისძვრა დააფიქსირეს.
დღეს შუადღისას მიწისძვრა მოხდა ასევე თბილისიდან 24 კილომეტრში – ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ზვარეთთან 3,4 მაგნიტუდის მიწისძვრა დაფიქსირდა.
სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ სოფელ სამებასთან ხშირი მიწისქვეშა ბიძგები ყურადღებას საჭიროებს. როგორც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა, სეისმოლოგმა ზურაბ ჯავახიშვილმა აღნიშნა, მიუხედავად იმისა, რომ ჯავახეთი სეისმურად აქტიური ზონაა და ამ რეგიონისთვის დამახასიათებელია „მიწისძვრების გუნდი", გახშირებული მიწისძვრები ყურადღებამისაქცევია. სპეციალისტები უახლოეს პერიოდში ამ საკითხს უფრო სიღრმისეულად შეისწავლიან.
ყველა ახალი ამბავი
0