„ქართული ოცნება“: რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე საუბარი ვერ იქნება

© Sputnik / STRINGERირაკლი კობახიძე
ირაკლი კობახიძე - Sputnik საქართველო, 1920, 06.08.2021
გამოწერა
ურთიერთობები ქვეყნებს შორის ქართულმა მხარემ მას შემდეგ გაწყვიტა, რაც 2008 წლის 26 აგვისტოს მოსკოვმა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის სუვერენიტეტი აღიარა.
თბილისი, 6 აგვისტო – Sputnik. საქართველოსა და რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა შეუძლებელია, ვიდრე არსებობს აფხაზეთთან და ცხინვალის რეგიონთან დაკავშირებული „წითელი ხაზები“, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ. 
აშშ-სა და ევროკავშირის დროშები - Sputnik საქართველო, 1920, 05.08.2021
გააუქმეთ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობა: დასავლეთი რუსეთს მიმართავს
5 აგვისტოს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციისა და პრესის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ ალექსანდრ ბიკანტოვმა განაცხადა, რომ რუსეთი იმ დონეზეა მზად საქართველოსთან ურთიერთობების აღსადგენად, რამდენადაც ამისთვის მზად არის ქართული მხარე.
„ჩვენ გვაქვს ძალიან მკაფიოდ განსაზღვრული პოლიტიკა ამ საკითხთან დაკავშირებით. არსებობს „წითელი ხაზები“, რაც დაკავშირებულია დეოკუპაციასთან, ჩვენ დასავლურ ინტეგრაციასთან... გამომდინარე იქიდან, რომ არსებობს „წითელი ხაზები“, ვერ იქნება საუბარი ვერანაირ დიპლომატიურ ურთიერთობებზე. მაგრამ რაც შეეხება სავაჭრო-ეკონომიკურ-ჰუმანიტარულ საკითხებს, ამასთან დაკავშირებით ყოველთვის იყო გარკვეული დისკუსია და ეს დისკუსია შეიძლება გაგრძელდეს. ეს არის ეკონომიკური საკითხი, ასიათასობით ადამიანი, ჩვენი მოქალაქე ცხოვრობს რუსეთის ფედერაციაში და, ბუნებრივია, მათთვის ეს არის საინტერესო საკითხი“, – განაცხადა კობახიძემ საჰაერო მიმოსვლის შესაძლო აღდგენის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადების კომენტარისას.
რუსეთსა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობები არ არსებობს. პოლიტიკური დიალოგი ქვეყნებს შორის მხოლოდ ჟენევის დისკუსიების ფარგლებშია შენარჩუნებული. ურთიერთობები ქვეყნებს შორის ქართულმა მხარემ მას შემდეგ გაწყვიტა, რაც 2008 წლის 26 აგვისტოს მოსკოვმა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის სუვერენიტეტი აღიარა.
2012 წლის დეკემბერში, საქართველოში ხელისუფლების შეცვლის შემდეგ აგრეთვე ამოქმედდა პრაღის მოლაპარაკებების ფორმატი. ზურაბ აბაშიძე და გრიგორი კარასინი განიხილავენ ვაჭრობასთან, ტურიზმთან და ჰუმანიტარულ საკითხებთან დაკავშირებულ თემებს. მოლაპარაკებების ერთ-ერთი მთავარი შედეგი 2013 წელს ქართულ პროდუქციაზე ემბარგოს მოხსნა გახდა. მას შემდეგ საქართველოსა და რუსეთს შორის სავაჭრო ურთიერთობები ყოველწლიურად უმჯობესდება.
ყველა ახალი ამბავი
0