ჯაბა იოსელიანის შვილიშვილმა ქვეითი იმსხვერპლა

© Sputnik / Alexander Imedashviliსასწრაფო დახმარება
სასწრაფო დახმარება - Sputnik საქართველო, 1920, 06.08.2021
გამოწერა
ავტოსაგზაო შემთხვევა ვაკის რაიონში გუშინ, საღამოს მოხდა. მომხდარ ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.
თბილისი, 6 აგვისტო – Sputnik. თბილისში ავტოსაგზაო შემთხვევას ახალგაზრდა მამაკაცი ემსხვერპლა, იუწყება სააგენტო PrimeTime.
გავრცელებული ინფორმაციით, ავტომობილი, რომელსაც „მხედრიონის“ ყოფილი ლიდერის ჯაბა იოსელიანის შვილიშვილი მართავდა, ქვეითს დაეჯახა.
დაშავებული მამაკაცი სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა კლინიკაში გადაიყვანა, მაგრამ ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.
საქმეზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. დანაშაული ოთხიდან შვიდ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ყველა ახალი ამბავი
0