მრავალეროვნული სწავლება Agile Spirit 2021 დღეს მთავრდება

Agile Spirit 2021  - Sputnik საქართველო, 1920, 06.08.2021
გამოწერა
სამხედრო სწავლება საქართველოში ერთდროულად ხუთ ლოკაციაზე მიმდინარეობდა. წვრთნები მოიცავდა როგორც საველე, ასევე სამეთაურო-საშტაბო კომპონენტებს.
თბილისი, 6 აგვისტო – Sputnik. მრავალეროვნული სწავლება Agile Spirit 2021 დღეს ახალციხეში, ორფოლოს პოლიგონზე საჩვენებელი წვრთნებითა და დახურვის ოფიციალური ცერემონიით დასრულდება, ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 
 Agile Spirit 2021 - Sputnik საქართველო, 1920, 04.08.2021
Agile Spirit 2021-ის სამეთაურო-საშტაბო კომპონენტი დასრულდა
ნატოს მრავალეროვნული სამხედრო სწავლება Agile Spirit 2021 („მტკიცე სული") 26 ივლისს გაიხსნა. საქართველო  სამხედრო სწავლებას, რომელიც წელს უკვე მეათედ ტარდება, 6 აგვისტოს ჩათვლით მასპინძლობს. წვრთნებში მონაწილეობს 700 ამერიკელი, 1.600 ქართველი და სხვადასხვა ქვეყნის 250 სამხედრო მოსამსახურე.
წვრთნები სენაკში, მე-2 ქვეით ბრიგადაში, საველე ბანაკ სორტაში, ორფოლოს პოლიგონზე, ასევე ვაზიანში, მე-4 მექანიზებული ბრიგადის პოლიგონსა და ვაზიანის სამხედრო აეროდრომზე გაიმართა.
სწავლების მიზანია ერთობლივი სამხედრო ოპერაციების ჩატარება ნატოს წევრი ქვეყნებისა და პარტნიორების სამხედრო მოსამსახურეების საბრძოლო უნარების ასამაღლებლად.
Agile Spirit 2021 ხელს უწყობს რეგიონულ სტაბილურობასა და უსაფრთხოებას, ასევე ავითარებს ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების შესაძლებლობებს, რათა კიდევ უფრო ეფექტიანად შეძლონ რეგიონულ კრიზისებსა და გამოწვევებზე რეაგირება. სწავლების მთავარი გზავნილია – „ძალა პარტნიორობაშია".
წვრთნები Agile Spirit 2011 წლიდან ტარდება და იგი აშშ-თან და ნატოსთან საქართველოს თანამშრომლობის ერთ-ერთი კომპონენტია. 2020 წელს კორონავირუსის პანდემიის გამო სწავლება არ ჩატარებულა.
ყველა ახალი ამბავი
0