განსაკუთრებული პირობები მიგრანტებისთვის: როგორ მიმდინარეობს უცხოელების ვაქცინაცია მოსკოვში

© photo: Sputnik / Vitaliy Belousov / გადასვლა მედიაბანკშიმიგრანტების ვაქცინაცია მოსკოვში
მიგრანტების ვაქცინაცია მოსკოვში - Sputnik საქართველო, 1920, 05.08.2021
გამოწერა
საწარმოების თანამშრომელთა 60%-ის ვაქცინაცია ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება იყო და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ შრომითი მიგრანტები არ დაგვავიწყდეს, განუცხადა სააგენტო Sputnik-ს აკადემიკოსმა ვიტალი ზვერევმა.
მარია ნაუმენკო, ალექსეი სტეფანოვი
აგვისტოსთვის მოსკოვში ვაჭრობის, მომსახურებისა და საზკვების სფეროებში თანამშრომლების 60% მაინც უნდა იყოს აცრილი. რა პრობლემებს გადააწყდნენ კომპანიები ვაქცინაციისას და როგორ გამოვიდნენ მდგომარეობიდან, წაიკითხეთ Sputnik-ის მასალაში. 
ვაქცინაციის ცენტრი მოსკოვში - Sputnik საქართველო, 1920, 09.07.2021
მიგრანტების ვაქცინაციის უდიდესი ცენტრი მსოფლიოში: მუშაობის პრინციპები

ორგანიზებული ვაქცინაცია 

დღეისათვის მოსკოვში მიგრანტებს თავად შეუძლიათ გაიარონ ვაქცინაცია სამ დიდ ცენტრში — „ლუჟნიკებში“, საიმიგრაციო ცენტრსა (დაბა სახაროვო) და ბაზარ „სადოვოდის“ რაიონში, ასევე 25 პოლიკლინიკის ფასიან განყოფილებებში. „სპუტნიკ ლაითით“ აცრისთვის 1,3 ათასი რუბლია გადასახდელი.
იურიდიულ პირებს თავიანთი თანამშრომლები ცენტრალიზებულად მხოლოდ „ლუჟნიკებში“ მიჰყავთ. ასეთ შემთხვევაში ვაქცინაციის ყველა ხარჯს თავად დამსაქმებელი იღებს საკუთარ თავზე, რომელიც ასევე 1,3 ათას რუბლს იხდის თითო ვაქცინაში. ბევრი დამსაქმებელი კი პირდაპი საკუთარ ოფისებში აწყობს ვაქცინაციის ცენტრებს.
კომპანია Delivery Club-ში კურიერების მასობრივ აცრას დღეისათვის უმთავრეს ამოცანად აფასებენ.
„ამისათვის ჩვენ ფინანსური მოტივაცია შემოვიღეთ, გავხსენით ვაქცინაციის პუნქტი ლოგისტიკურ ჰაბში, გავაძლიერეთ საინფორმაციო კამპანია. ვაქცინაციის პროცესი უფრო სწრაფად წავიდა მას შემდეგ, რაც მოსკოვის ცენტრალურ რაიონებში ვაქცინაციის დამატებითი პუნქტები გაიხსნა“, — განაცხადეს კომპანიის პრეს-სამსახურში.
მიგრანტების ვაქცინაცია მოსკოვში - Sputnik საქართველო, 1920, 30.06.2021
ორგანიზებულად და უფასოდ: მოსკოვში შრომით მიგრანტებს ცრიან
კერძოდ, Delivery Club ორგანიზებულად ცრის პერსონალს „ლუჟნიკებში“, რამაც რამდენჯერმე გაზარდა ყოველდღიურად აცრილი კურიერების რაოდენობა.
„უკვე ერთი თვეა მოსკოვში ვცხოვრობ. შინ, ტაჯიკეთში რომ ვიყავი, მშობლებმა მირჩიეს, როგორც კი რუსეთში ჩახვალ, მაშინვე აიცერიო. მითხრეს, იქ კარგი ვაქცინააო და თანაც აცრის გარეშე სამსახურში არ მიგიღებენო. „სპუტნიკ ლაითით“ ავიცერი და ნამდვილად არ ვნანობ“, — ამბობს Delivery Club-ის კურიერი შარიფჟონი.

ათასობით ვაქცინირებული ყოველდღიურად

მოსკოვის ტაქსისტების პროფკავშირების ხელმძღვანელი ნიკოლაი კოლოდოვი ჩივის, რომ აგრეგატორები არ ამხელენ მიგრანტების ვაქცინირების სტატისტიკას, მაგრამ ირწმუნება, რომ მძღოლები „სწრაფად გადიან ვაქცინაციას“.
„აგრეგატორები მიგრანტებს აცრაში ეხმარებიან — თავისი ხარჯით უზრუნველყოფენ ვაქცინაციას. შესაძლოა პერსონალის მხოლოდ მცირე ნაწილი იყოს უარზე. მაგრამ, რამდენადაც ჩემთვისაა ცნობილი, უმეტესობა იცრება“, — ამბობს ის.
ზოგმა ტაქსოპარკმა — „იანდექს, ტაქსის“ პარტნიორებმა, Sputnik-ს ციფრები გაუმხილეს.
ვითარება მიგრაციულ ცენტრთან მოსკოვის ოლქში - Sputnik საქართველო, 1920, 17.06.2021
გამოდით ჩრდილიდან: რუსეთი მიგრანტებს ლეგალიზაციას უმარტივებს
„ჩვენს ავტოპარკში დაახლოებით 3 ათასი ავტომობილია და 500-მდე უცხოელი მუშაობს — ბელორუსები, ყირგიზები, ყაზახები. აქედან 460 კაცი უკვე აცრილია. მთლიანობაში ტაქსისტების 90%-ზე მეტია ვაქცინირებული, დანარჩენი 10 პროცენტი წამსვლელ-მომსვლელი ხალხია. ახალ თანამშრომლებს მაშინვე ვთავაზობთ ვაქცინირებას“, — ამბობს კომპანია „ავენიუს“ გენერალური დირექტორი ომარ ბაგამაევი.
სპეციალურად უცხოელების ასაცრელად „ავენიუმ“ აგრეგატორ „იანდექსთან“ ერთად სპეციალური პუნქტი გახსნა. მიგრანტი ტაქსისტების დაახლოებით 85% სწორედ იქ აიცრა, დანარჩენები კი „სახაროვოში“ წავიდნენ ვაქცინაციისთვის.
„იანდექსთან“ ერთად ვაქცინაციის პუნქტები გახსნა კომპანია NEXT-ის ავტოპარკმაც. იქ დაახლოებით 1500 ადამიანი მუშაობს, რომელთა შორის ასევე არიან უცხოელები — ძირითადად ბელარუსები. NEXT-ის ხელმძღვანელის თქმით, ამ დროისათვის უკვე თანამშრომლების 90%-ია ვაქცინირებული.

ბონუსები აცრილებისთვის

„იანდექსში“ ვაქცინაციის ტემპებზე სხვადასხვა ბონუსებმაც მოახდინა გავლენა, რომლებიც კომპანიამ დანერგა აცრილი თანამშრომლებისთვის. კლიენტებისგან დაკვეთებს პირველ რიგში სწორედ ვაქცინირებულ ტაქსისტებსა და კურიერებს აძლევენ.
შრომითი მიგრანტები  - Sputnik საქართველო, 1920, 09.07.2021
რუსეთში უცხოელებს შესაძლოა დროებითი ცხოვრების უფლება ჩამოერთვათ
როგორც კომპანიაში აღნიშნეს, 2020 წლის გაზაფხულიდან მათ ფინანსური მხარდაჭერის ფონდი დააარსეს და იმათ ეხმარებიან, ვინც კორონავირუსით დაავადდა ან კარანტინში იმყოფება ინფიცირებულთან კონტაქტის გამო. ფონდის წესების თანახმად, თუ კურიერი ან მძღოლი ვაქცინაციის შემდეგ შეუძლოდ გახდება, მათაც ასევე ექნებათ ფონდის დახმარების იმედი. თუმცა რა თანხა გაიცემა, კომპანიაში არ დაუზუსტებიათ.

მიგრანტების ვაქცინირება აუცილებელი იყო

ცნობილმა რუსმა ვირუსოლოგმა, აკადემიკოსმა ვიტალი ზვერევმა განმარტა, რატომ იდგა დამსაქმებლების წინაშე თანამშრომელთა სწორედ 60%-ის აცრის ამოცანა.
„ეს გამომდინარეობს იმ გამოცდილებიდან, რომელიც, მაგალითად, გრიპთან დაკავშირებით არსებობს. ეს იმუნიტეტის ის დონეა, რომელიც ინფექციის გავრცელების შეჩერების საშუალებას იძლევა. ნაკლების შემთხვევაში ეფექტი არ მიიღწევა“, — განმარტა მან.
ზვერევმა ხაზი გაუსვა, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ხელისუფლებამ მიგრანტები არ დაივიწყოს, რომლებიც ისევე „მონაწილეობენ ეპიდემიურ პროცესში, როგორც დანარჩენი სხვები. მით უმეტეს, რომ მესამე ქვეყნებიდან ჩამოდიან, სადაც ვითარება არაფრითაა უკეთესი, პირიქით, ზოგან უარესიც კია“.
მოდკოვის ვაგზალზე - Sputnik საქართველო, 1920, 22.05.2021
მიგრანტების საყურადღებოდ: რუსეთში განსაკუთრებული რეჟიმი ამოქმედდება
შემდგომში, აკადემიკოსის თქმით, ყველაფერი დამოკიდებული იქნება ვაქცინების ეფექტურობაზე, თუ რამდენად ხანგრძლივ იმუნიტეტს ჩამოაყალიბებს ისინი.

მიგრანტების ვაქცინაცია იხვეწება

რუსეთის პრეზიდენტმა 2021 წლის 15 ივნისს ხელი მოაწერა ბრძანებულებას №364, რომელიც რუსეთში მყოფ უცხოელებს 2021 წლის 30 სექტემბრამდე უხანგრძლივებს ქვეყანაში დარჩენის ვადას.
თუმცა ბრძანებულებაში არის გამონაკლისებიც: ეს ზომა არ ვრცელდება იმ უცხოელებზე, რომლებიც ციხეებიდან გამოვიდნენ, საფრთხეს უქმნიან ეროვნულ უსაფრთხოებას, დაკავშირებული არიან ექსტრემიზმთან და რომლებიც მონაწილეობას იღებდნენ არასანქცირებულ აქციებში.
ამასთან შრომით მიგრანტებს უფლება აქვთ არა მარტო იმყოფებოდნენ რუსეთში, არამედ კიდეც იმუშაონ კანონიერად.
ყველა ახალი ამბავი
0