ისრაელმა ლიბანზე სარაკეტო იერიში მიიტანა: ვრცელდება ვიდეო

© AP Photo / Sebastian Scheinerისრაელის დროშა
ისრაელის დროშა - Sputnik საქართველო, 1920, 05.08.2021
გამოწერა
მანამდე ლიბანიდან ისრაელის მიმართულებით სამი რაკეტა იყო გაშვებული, რომელთაგან ერთმა ქვეყნის საზღვარი ვერ გადაკვეთა.
თბილისი, 5 აგვისტო — Sputnik. ისრაელის სამხედრო-საჰაერო ძალებმა ლიბანის სამხრეთ რაიონებს შეუტიეს, საიდანაც მანამდე რაკეტები იყო გაშვებული ისრაელის მიმართულებით, იუწყება Jerusalem Post ისრაელის არმიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით. 
​როგორც გამოცემა აღნიშნავს, ეს ისრაელის მხრიდან დღე-ღამის განმავლობაში განხორციელებული შეტევების მეოთხე ეტაპი იყო.
მანამდე ქვეყნის შეიარაღებული ძალების არტილერიამ სამჯერ შეუტია ლიბანის ტერიტორიაზე მდებარე სამიზნეებს თავისი სასაზღვრო ზოლის დაცხრილვის პასუხად.
ოთხშაბათს, დღისით ლიბანმა სამი რაკეტა გაუშვა ისრაელის მიმართულებით, რომელთაგან ორი ისრაელის ტერიტორიაზე ჩამოვარდა, ერთმა კი საზღვარი ვერ გადაკვეთა.
​საგანგაშო სირენები ამუშავდა ისრაელის ჩრდილოეთით დასახლებულ პუნქტებში — ქირიათ-შმონში, კრაფ-გილადსა და თელ-ჰაიში, რომლის მოსახლეობასაც დაცულ ზონებში დარჩენისკენ მოუწოდეს.
სასწრაფო დახმარების პრეს-სამსახურმა მოგვიანებით გაავრცელა ინფორმაცია, რომ ოთხ ადგილობრივს სამედიცინო დახმარება დასჭირდა შოკური მდგომარეობიდან გამოსაყვანად.
ყველა ახალი ამბავი
0