კობა გვენეტაძე: ლარის გადარჩენა ჯერ საჭირო არ არის

© Administration of the President of Georgia / FBკობა გვენეტაძე
კობა გვენეტაძე - Sputnik საქართველო, 1920, 05.08.2021
გამოწერა
ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ ბანკის მიზანი არ შეიძლება იყოს კურსის გარკვეულ დონეზე შენარჩუნება.
თბილისი, 5 აგვისტო – Sputnik. ამ დროისათვის არ არის იმის აუცილებლობა, რომ ეროვნულმა ბანკმა რეზერვები ლარის გასამყარებლად დახარჯოს, თუმცა ის მზადაა ამის გასაკეთებლად, თუ საჭირო გახდება, განაცხადა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ ბრიფინგზე.
ლარის კუპიურები - Sputnik საქართველო, 1920, 04.08.2021
ეროვნული ბანკი მონეტარულ პოლიტიკას ამკაცრებს
სავალუტო ბაზრის დასარეგულირებლად ეროვნულმა ბანკმა 2020 წელს ჯამში 916 მლნ აშშ დოლარი გაყიდა. წელს უკვე გაყიდულია 260 მლნ დოლარი. ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსის ანტირეკორდი 2020 წლის 27 მარტს დაფიქსირდა, როდესაც ლარი 3,4842 GEL/$1 ნიშნულამდე დაეცა.
„ამ წუთში არ არის ეროვნული ბანკის ინტერვენციების აუცილებლობა, თუმცა უნდა გითხრათ, რომ ჩვენ მცირე გაყიდვებს Bmatch პლატფორმის საშუალებით ვაწარმოებთ. ასე რომ, ჩვენ ყოველთვის ვართ ბაზარზე და როგორც კი აუცილებლობა იქნება ჩვენი ჩარევის, ჩვენ გვაქვს რეზერვები, რესურსები, რომლის შესავსებადაც საკმაოდ ბევრი ვიმუშავეთ განვლილ წლებში“, – განაცხადა გვენეტაძემ.
მან აღნიშნა, რომ ეროვნული ბანკის მიზანი ვერ იქნება კურსის განსაზღვრულ დონეზე შენარჩუნება.
სურსათით სავსე კალათა - Sputnik საქართველო, 1920, 30.07.2021
ინფლაცია და ფასები საქართველოში: ეროვნული ბანკი ახალ მიმოხილვას აქვეყნებს
„კურსი არის მცურავი. გრძელვადიან პერიოდში მას ფუნდამენტური ფაქტორები განსაზღვრავს, მოკლევადიან პერიოდში – ვთქვათ, ისეთი მოვლენები, როგორიც ახლაა“, – აღნიშნა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა.
ეროვნული ბანკი გასული წლიდან ინტერვენციებისთვის კრედიტებისა და გრანტების სახით საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისგან კორონავირუსის პანდემიის შედეგების აღმოფხვრისთვის მიღებულ ვალუტას იყენებს.
დოლარის მიმართ ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 2009 წლის მაისიდან Bloomberg-ის სავაჭრო სისტემის ბანკთაშორის ბაზარზე გარიგებების აგრეგირების მეშვეობით განისაზღვრება. 2021 წლის 1 თებერვლიდან ქართული სავალუტო ბაზარი მთლიანად Bmatch Bloomberg-ის სისტემაში ვაჭრობაზე გადავიდა.
ყველა ახალი ამბავი
0