ამირან გამყრელიძე: ვაქცინაციაზე და პირბადეზე კარგი დამცველი საშუალება ჯერჯერობით არ არის

ამირან გამყრელიძე - Sputnik საქართველო, 1920, 05.08.2021
გამოწერა
კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით ქვეყანაში შეზღუდვის დაწესება მხოლოდ ფორმალური ხასიათის იქნება, თუ არ მოხდა მისი აღსრულება, განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა.
თბილისი, 5 აგვისტო – Sputnik. ვაქცინაცია და პირბადე კორონავირუსისგან დაცვის საუკეთესო საშუალებაა, განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ.
„ყველამ ვატაროთ პირბადე დახურულ შენობებში. იქ, სადაც ღია სივრცეში ვიკრიბებით ხუთი ადამიანი ერთად, გვქონდეს ყველას პირბადე. კი, ბატონო, ნუ გექნებათ პირბადე, როდესაც ტყეში სეირნობთ, ლისის ტბაზე წრეს აკეთებთ, ან კუს ტბაზე, მაგრამ თუ 5, 7, 8 ადამიანი ერთად სეირნობთ და საუბრობთ, გაიკეთეთ პირბადე. გეუბნებით, რომ ამაზე კარგი დამცველი საშუალება ჯერჯერობით არ არის“, – თქვა გამყრელიძემ.
კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით ქვეყანაში შეზღუდვის დაწესება მხოლოდ ფორმალური ხასიათის იქნება, თუ არ მოხდა მისი აღსრულება, განაცხადა გამყრელიძემ.
„კი, ბატონო, დავაბრუნოთ ისევ ჯარიმები, მაგრამ თუ ამას ექნება ფორმალური ხასიათი, ვერანაირ შედეგს ვერ მივიღებთ“, – აღნიშნა გამყრელიძემ.
თამარ გაბუნია - Sputnik საქართველო, 1920, 05.08.2021
რატომ იზრდება კორონავირუსის შემთხვევები ქვეყანაში – თამარ გაბუნიას განმარტება
მისი თქმით, დღეს რაც არის დაწესებული, ეს ყველა შეზღუდვა რომ სრულდებოდეს, თუნდაც 90-პროცენტიანი ან 80-პროცენტიანი სიზუსტით, ამ შემთხვევაში ჩვენ გვექნებოდა ბევრად უკეთესი სიტუაცია.
„ეპიდსიტუაცია გვაქვს სერიოზულად გაუარესებული, რისკები, რა თქმა უნდა, ძალიან მაღალია. ამიტომ კიდევ ერთხელ ვამბობთ, აქედან გამოსავალი დღეს არის მხოლოდ ერთი – ის, რომ დავიცვათ ის რეკომენდაციები მკაცრად, რაზეც ხშირად ვსაუბრობთ", – განაცხადა გამყრელიძემ.
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 3.670-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 436.573-ს მიაღწია.
5 აგვისტოს მონაცემებით, ჯამურად ჩატარდა 564 691 აცრა. სრულად ვაქცინირებულია 178 077 ადამიანი.
ყველა ახალი ამბავი
0