„ქართული გენია, როკვით განფენილი” – პირეოსის უძველეს თეატრში და ათენში არსებული „კავკასია“

© photo: courtesy of Eka Gigolashviliანსამბლის წევრებთან ერთად
ანსამბლის წევრებთან ერთად - Sputnik საქართველო, 1920, 05.08.2021
გამოწერა
რუბრიკაში „ქართველები უცხოეთში“ დღეს საბერძნეთში მცხოვრებ ქართველ ქორეოგრაფს ეკა გიგოლაშვილს გაგაცნობთ.
იგი ცეკვისთვისაა დაბადებული, მაგრამ პროფესიონალი მოცეკვავე რომ გამხდარიყო, ამისთვის დიდი გზა გაიარა. სამშობლოდან შორს მყოფი, საბერძნეთში განათლებისა და კულტურის ცენტრ „კავკასიასთან“ არსებული სტუდიის ქორეოგრაფი და ამ ცენტრის სამხატვრო ხელმძღვანელი გახდა. ბერძნებმა რომ ქართული ცეკვები შეიყვარეს, მისი პროფესიონალიზმის დამსახურებაცაა.
© photo: courtesy of Eka Gigolashviliეკა გიგოლაშვილი
ეკა გიგოლაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 24.08.2021
ეკა გიგოლაშვილი
- ქალბატონო ეკა, დასაწყისშივე მინდა დაგისვათ თემატური ხასიათის შეკითხვა: კარგ მოცეკვავედ უნდა დაიბადო თუ შესაძლებელია, რომ მერე გახდე?
- პროფესიონალი მოცეკვავე რომ გახდე, რა თქმა უნდა, ცეკვისთვის დაბადებული უნდა იყო. თუმცა ისიცაა, როცა ცეკვა ძალიან მოგწონს და გიყვარს, დიდი შრომის ფასად შეგიძლია კარგი მოცეკვავე გახდე. პირადად მე ცეკვის გარეშე რომ ვეღარ გავძლებდი, მაშინ ვიგრძენი, როცა ჯერ კიდევ ბავშვობის ასაკში პირველად ავედი სცენაზე.
© photo: courtesy of Eka Gigolashviliერთ-ერთ ღონისძიებაზე
ერთ-ერთ ღონისძიებაზე - Sputnik საქართველო, 1920, 24.08.2021
ერთ-ერთ ღონისძიებაზე
- რა გზა გაიარეთ პროფესიულ სცენამდე?
- ექვსი წლის ასაკში შევედი ცეკვის სტუდიაში, სადაც ჩემი პირველი მასწავლებელი ბატონი რომან ჭოხონელიძე იყო. ასაკის მატებასთან ერთად სხვადასხვა საბავშვო ანსამბლებში ვცეკვავდი. სკოლის დამთავრების მერე ჩავირიცხე  ზაქარიაძის სახელობის კულტურულ-საგანმანათლებლო სასწავლებლის ქორეოგრაფიულ განყოფილებაზე. შემდეგ შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის კულტურულ-საგანმანათლებლო ფაკულტეტი დავამთავრე. საქართველოში თითოეული ჩემი კონცერტი, გასტროლი და სცენაზე გამოსვლა განუმეორებელი და დაუვიწყარია დღემდე. წარმატებებით გამოწვეული ის სიხარული ახლაც ბედნიერებას მანიჭებს.
© photo: courtesy of Eka Gigolashviliანსამბლის სარეკლამო პოსტერი
ანსამბლის სარეკლამო პოსტერი - Sputnik საქართველო, 1920, 24.08.2021
ანსამბლის სარეკლამო პოსტერი
- ათენში როგორ აღმოჩნდით?
- პირველად 1995 წელს სამსახურებრივი ვიზიტით ქალაქ სალონიკში ჩავედი. მაშინ აქ მსოფლიოს კულტურის ფესტივალი იმართებოდა. ორი წლის შემდეგ ათენში სამუშაოდ ჩამოვედი. აქ ოჯახიც შევქმენი, მყავს ბერძენი მეუღლე და ქალიშვილი, რომელიც ჩემს კვალს გაჰყვა და ისიც მოცეკვავეა.
- ვიცი, რომ გარკვეული დრო ათენის მერიაში იმუშავეთ, რა გამოცდილება შეიძინეთ იქ?
- ათენის მერიის კულტურის სისტემაში რვა წელი ვიმუშავე. იქ საკმაოდ დიდი პრაქტიკული გამოცდილება შევიძინე. მერიაში ძალიან დიდი პატივისცემით მექცეოდნენ და ხშირად მეუბნებოდნენ, როგორ გეტყობა, რომ სხვა ქვეყანაში ხარ გაზრდილიო. ჩემი პუნქტუალობითა და შრომისმოყვარეობით მათი პატივისცემა, ნდობა და სიყვარული დავიმსახურე.
© photo: courtesy of Eka Gigolashviliსცენაზე კონცერტის შემდეგ
სცენაზე კონცერტის შემდეგ - Sputnik საქართველო, 1920, 24.08.2021
სცენაზე კონცერტის შემდეგ
- ამის დასტურად რას გაიხსენებთ?
- თუნდაც იმას, რომ მერიაში მუშაობის მანძილზე სიმღერის და ცეკვის ანსამბლი „კავკასია" ოთხჯერ მოვიწვიეთ, ორჯერ კი საქართველოდან ანსამბლი "მერანი", რომელთან შეხვედრის დროს ქალაქის მერმა და კულტურის სისტემის ხელმძღვანელობამ ჩვენდამი დიდი გულისხმიერება გამოიჩინა. ამის გამო ისეთი ამაყი და ბედნიერი ვიყავი, ვერ აგიწერთ. დღემდე სიამოვნებას მანიჭებს იმ დღეების გახსენება.
- ქორეოგრაფიული სტუდია „კავკასია“ როგორ დაარსდა?
- ეს სტუდია 2000 წელს ათენში არსებული განათლებისა და კულტურის ცენტრ „კავკასიასთან“ ერთად დაარსდა. მისი ხელმძღვანელი პროფესორი ავთანდილ მიქაბერიძეა. მას შემდეგ შემოქმედებით საქმიანობას უწყვეტ რეჟიმში ვაგრძელებთ.
© photo: courtesy of Eka Gigolashviliანსამბლის წევრებთან ერთად
ანსამბლის წევრებთან ერთად - Sputnik საქართველო, 1920, 24.08.2021
ანსამბლის წევრებთან ერთად
- როგორ მიიღო ადგილობრივმა პუბლიკამ ქართული ნაციონალური ცეკვები?
- საერთოდ, საცეკვაო ხელოვნება ერის სულიერი კულტურის ნაწილია, ამის დასტურია ის, რომ ცეკვა „ქართულს“ არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა. ამდენი წლის არსებობის მანძილზე ძალიან ბევრ ფესტივალსა და კონცერტზე გამოვედით როგორც ბერძნულ, ასევე ქართულ-ბერძნულ ღონისძიებებზე. აქედან გამომდინარე, ბერძენმა მაყურებელმა ძალიან კარგად გაგვიცნო და შეგვიყვარა კიდეც.
© photo: courtesy of Eka Gigolashviliანსამბლ „კავკასიასთან“ ერთად
ანსამბლ „კავკასიასთან“ ერთად - Sputnik საქართველო, 1920, 24.08.2021
ანსამბლ „კავკასიასთან“ ერთად
- რაიმე ამბავი ხომ არ გახსენდებათ?
- ამის დასტურად შემიძლია გავიხსენო ქართული ცეკვის საღამო, რომელიც პირეოსის უძველეს თეატრში მოგვიწყვეს ქალაქ პირეას კულტურისა და ხელოვნების განყოფილების მესვეურებმა. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტი: 2014 წელს ჩვენი ანსამბლი მიიწვიეს ათენში გამართულ ფესტივალზე, თეატრალურ-ქორეოგრაფიულ წარმოდგენაზე, რომელიც ჩვენთვის საკმაოდ ღირებული, შთამბეჭდავი და დაუვიწყარი გახდა. 
- ანსამბლში ქართველების გარდა ბერძნებიც თუ არიან?
- ძირითადად ქართველები არიან, თუმცა გვყავს ბერძნებიც და ბავშვები შერეული ოჯახებიდან. ქართული ნაციონალური ცეკვების გარდა, ანსამბლის რეპერტუარში ცნობილი ბერძნული ცეკვა „სირტაკიც“ არის.
- ვიცი, რომ საბერძნეთში ჩასულ ხელოვან ქართველებს ხშირად მასპინძლობთ...
- დიახ, ათენის განათლებისა და კულტურის ცენტრი „კავკასია“ ხშირად მასპინძლობს საქართველოდან ჩამოსულ ხელოვანებს – მომღერლებს, მხატვრებს, მუსიკოსებს, ლიტერატორებსა და მსახიობებს. ამგვარი თანამშრომლობა ორივე მხარისთვის საკმაოდ ნაყოფიერი და სასიამოვნოა. ქართული დიასპორისთვის ასეთი შეხვედრები სულიერი საზრდოა.
© photo: courtesy of Eka Gigolashviliანსამბლის წევრებთან ერთად
ანსამბლის წევრებთან ერთად - Sputnik საქართველო, 1920, 24.08.2021
ანსამბლის წევრებთან ერთად
- როცა საქართველოზე ფიქრობთ, რა გენატრებათ?
- მენატრება ჩემი ბავშვობა, ახლობლები, მეგობრები... ვოცნებობ საქართველოს ერთსულოვნებაზე, საერთო, სასიკეთო საქმისთვის ყველა ქართველის ერთად დგომაზე. იმედია, ასეთ დღესაც მოვესწრებით...
 
ყველა ახალი ამბავი
0