COVID-19 საქართველოში – 5 აგვისტოს მონაცემები

© Pixabay / Engin_Akyurtლაბორატორია
ლაბორატორია - Sputnik საქართველო, 1920, 05.08.2021
გამოწერა
ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 393.453 ადამიანი, გარდაიცვალა – 5.986. სულ აცრილია 564.691 ადამიანი, ერთ დღეში აცრილია 20.845 პირი.
თბილისი, 5 აგვისტო – Sputnik. საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამის განმავლობაში 3.670-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 436.573-ს მიაღწია. ინფორმაცია საქართველოს მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge განახლდა.
ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 393.453 ადამიანი (ბოლო 24 საათში – 2.626), გარდაიცვალა – 5.986 (ბოლო 24 საათში – 38), კარანტინის რეჟიმშია 49, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 6.219 პაციენტი, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 2.443 ადამიანი იმყოფება.
ბოლო 24 საათში ჩატარებულია 41.885 კვლევა ტესტით, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 26.469, PCR–ტესტით – 24.184.
დადებითობის მაჩვენებელი: დღიური – 8,76%, ბოლო 14 დღის – 7,85%, ბოლო 7 დღის – 8,67%.
სულ აცრილია 564.691 ადამიანი, ერთ დღეში აცრილია 20.845 პირი.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.
ყველა ახალი ამბავი
0