პრეზიდენტი მიშელის შეთანხმების თაობაზე მმართველი პარტიის გადაწყვეტილებას არ ეთანხმება

© Government of Georgiaსალომე ზურაბიშვილი
სალომე ზურაბიშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 04.08.2021
გამოწერა
შარლ მიშელის დოკუმენტის შედეგია, რომ გარკვეულმა ოპოზიციურმა ძალებმა ქუჩაში ვერ გადაიტანეს პოლიტიკური პროცესები და დაკარგეს დესტაბილიზაციის რესურსი, აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.
თბილისი, 4 აგვისტო – Sputnik. მმართველი პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ არგუმენტები საკმარისი არ იყო შეთანხმების გაუქმებისთვის, განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ბრიფინგზე.
გასულ კვირაში „ქართულმა ოცნებამ“ გაუქმებულად გამოაცხადა ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის შუამდგომლობით 19 აპრილს მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შორის ხელმოწერილი შეთანხმება. 
საქართველოს დროშები საპროტესტო აქციაზე - Sputnik საქართველო, 1920, 03.08.2021
გამოკითხვა არჩევნების წინ: პოლიტიკოსთა მოსაზრებები მკვეთრად განსხვავდება
მმართველმა პარტიამ მიზეზად „ნაციონალური მოძრაობის“ მეთაურობით ოპოზიციის მიერ ვალდებულებების შეუსრულებლობა და ქვეყანაში მზარდი პოლარიზაცია დაასახელა.
„არ ვეთანხმები მმართველი პარტიის შეფასებას, რომ პოლარიზაცია არ შემცირებულა, რითიც ხსნის დოკუმენტის ანულირებას. დოკუმენტი პოლარიზაციას ამცირებს და ასუსტებს“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.
პრეზიდენტის თქმით, ასეთი გადაწყვეტილება მან შეთანხმებაში მონაწილე ყველა პარტიის წარმომადგენლებთან კონსულტაციების შემდეგ მიიღო.
„მე პირადად ვიღებ ერთგვარ პასუხისმგებლობას და ვამაყობ კიდეც იმით, რომ ხელი შევუწყვე ევროკავშირის ჩართულობას მაშინ, როცა ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი ჩიხში შედიოდა. თუმცა, ვერ ავიღებ პასუხისმგებლობას დოკუმენტის ცალკეულ ელემენტებზე, რომლებიც იყო მხარეებს შორის შეთანხმებული, და ვერც მის ანულირებაზე“, – განაცხადა ზურაბიშვილმა. 
გიორგი გახარია - Sputnik საქართველო, 1920, 30.07.2021
„ქართული ოცნება“ შეშინდა“ – გახარია მიშელის შეთანხმების გაუქმებაზე
ამასთან, მან აღნიშნა, რომ შეთანხმება ქვეყნის სტაბილურობისა და დამოუკიდებლობისკენ უალტერნატივო გზაა. ამავე დროს პრეზიდენტმა გააკრიტიკა მხარეები დასავლელი პარტნიორების მისამართით გამოთქმული ნეგატიური განცხადებების გამო.
„იმისათვის, რომ პატივისცემა დავიმსახუროთ, ჩვენ თავად უნდა ვცემდეთ პატივს ჩვენს თავსა და სიტყვას, რაც არის ნდობის მოპოვებისა და შენარჩუნების წინაპირობა“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.
პრეზიდენტმა აგრეთვე აღნიშნა, რომ არ შეიძლება ვიწრო პოლიტიკური ინტერესების გამო დისკრედიტაციის პოლიტიკის გატარება და სამარცხვინოა საკუთარი ინტერესების გამო მოითხოვო ქვეყნის დასჯა.
ზურაბიშვილმა ასევე კომენტარი გააკეთა შემოდგომაზე დაგეგმილ თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ ამ არჩევნებზე უნდა იყოს დაცული ყველა პოლიტიკური სუბიექტის უფლებები და დაუშვებელია კონკურენტების „მოღალატეებად“ გამოცხადება ან მედიის მუშაობისთვის ხელის შეშლა, ისევე, როგორც „ფეიკნიუსების“ გავრცელება.
საქართველოში თვითმმართველი ორგანოების არჩევნები 2 ოქტომბერსაა დანიშნული. ქვეყნის მოსახლეობა ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების დეპუტატებსა და მერებს აირჩევს.
ყველა ახალი ამბავი
0