ცხოვრებაში დგება ცვლილებების დრო – ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა სპორტული კარიერა დაასრულა

© photo: courtesy of United World Wrestlingვლადიმერ ხინჩეგაშვილი
ვლადიმერ ხინჩეგაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 04.08.2021
გამოწერა
ლადო ხინჩეგაშვილს ტოკიოს ოლიმპიადაზეც სურდა მონაწილეობის მიღება, მაგრამ ლიცენზია ვერ მოიპოვა. სალიცენზიო შეჯიბრებამდე მას კორონავირუსი დაუდასტურდა.
თბილისი, 4 აგვისტო – Sputnik. თავისუფალი სტილით მოჭიდავემ, რიო-დე-ჟანეიროს ოლიმპიური თამაშების გამარჯვებულმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა 30 წლის ასაკში სპორტული კარიერა დაასრულა. ინფორმაცია სპორტსმენმა საკუთარ Facebook-გვერდზე გაავრცელა. 
ვლადიმერ ხინჩეგაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 29.04.2021
ვლადიმერ ხინჩეგაშვილი ოლიმპიადას გამოტოვებს – სპორტსმენი კოვიდ-ინფიცირებულია
ხინჩეგაშვილის თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილების მიღება ძალიან რთული იყო, თუმცა მის ცხოვრებაში ახლა „ცვლილებების დრო დადგა“.
„ჩემი უმთავრესი მიზანი ყოველთვის იყო ჩემი ქვეყნის და ხალხისთვის სიხარულის მოტანა. მოხარული ვარ, რომ მიზანს გარკვეულწილად მივაღწიე და არაერთხელ მომეცა შანსი, ამაყად მომესმინა უდიდეს სპორტულ ღონისძიებებზე გაჟღერებული საქართველოს ჰიმნი“, – დაწერა ხინჩეგაშვილმა სოციალურ ქსელში.
ლადო ხინჩეგაშვილმა ასევე მადლობა გადაუხადა ქართველ გულშემატკივარს, ადამიანებს, რომლებიც კარიერის განმავლობაში მას მუდმივად ქომაგობდნენ.
ლადო ხინჩეგაშვილი ერთ-ერთი ყველაზე ტიტულოვანი ქართველი მოჭიდავეა. ის 2016 წელს ოლიმპიური ოქროს, 2012 წელს ოლიმპიური ვერცხლის მფლობელი გახდა. ხინჩეგაშვილის ანგარიშზე უამრავი გამარჯვებაა, რომელიც სხვადასხვა საერთაშორისო ტურნირებზე აქვს მოპოვებული. მათ შორისაა 2014 წელს მსოფლიო ჩემპიონის ტიტული, ის ასევე ევროპის ჩემპიონი გახდა 2014, 2016 და 2017 წლებში.
აღსანიშნავია, რომ ლადო ხინჩეგაშვილი სპორტიდან პოლიტიკაში წავიდა. ყოფილი მოჭიდავე მმართველმა გუნდმა რამდენიმე დღის წინ გორის მერობის კანდიდატად დაასახელა.
ყველა ახალი ამბავი
0