„ძირითადად ვწევარ, სულ წოლა მინდა...“ - რა შეემთხვა ლიზა ყენიას?

© Facebook / Liza Keniaლიზა ყენია
ლიზა ყენია - Sputnik საქართველო, 1920, 04.08.2021
გამოწერა
ლიზა ყენია სოციალურ ქსელში ჯანმრთელობის პრობლემებზე საუბრობს. ნახეთ რა შეემთხვა მომღერალს და რატომ არ უნდა სახლიდან გასვლა
ცოტა ხნის წინ მომღერალი ლიზა ყენია სოციალურ ქსელში წერდა, რომ კორონავირუსი დაუდასტურდა. მას „სინოფარმის“ ვაქცინის ორი დოზა უკვე გაკეთებული ჰქონდა, როცა ვირუსი გადაედო. მიუხედავად ამისა, ლიზა ჩვეულ ხალისსა და იუმორს მაინც ინარჩუნებს და ავადმყოფობის შესახებაც ხუმრობს. „კი გავიკეთე დვაინოი სინოფარმი მაგრამ ჰა... დამიდასტურდა კორო. ვინც გნახეთ, არ ინერვიულოთ აზრი არააქო ამბობენ”, – წერდა ლიზა.
ამჯერად მომღერალი პოსტკოვიდურ სიმპტომებზე საუბრობს და ამბობს, რომ მას ვირუსის გადატანის შემდეგ კონცენტრაცია უჭირს და დროს, ძირითადად, სახლში ატარებს. მომღერლის თქმით, არასდროს უჩიოდა ინტელექტს,  კონცენტრირებული, რეალისტი და მიზანდასახული ადამიანი იყო, მაგრამ, რაც კორონა გადაიტანა, ატყობს, რომ აქვს სრული ნიჰილიზმი, კონცენტრაციას ვერ ახდენს.
„აი, მაგალითად, როცა სადმე მივდივარ, სადაც ბევრჯერ ვარ ნამყოფი, შეიძლება 8 წრე დავარტყა და ჩასახვევს 8-ჯერ ავცდე. ყველაზე სადარდებელი არის ის, რომ მეზარება ხალხში და თავშეყრის ადგილებში ყოფნა, ეს დიდი ხნის წინ დამეწყო, მაგრამ ახლა გამიმძაფრდა. ძირითადად ვწევარ, სულ წოლა მინდა“, - ამბობს ლიზა ყენია „ინსტაგრამის“ „სთორიზე“ გამოქვეყნებულ ვიდეოში.
ლიზას დედა მაია ჯა­ბუა იმ „მზი­უ­რე­ლე­ბის“ სი­ა­შია, რომ­ლე­ბიც ბავ­შვო­ბი­დან შე­იყ­ვა­რა სა­ზო­გა­დო­ე­ბამ. მის და­ნახ­ვა­ზე დღემ­დე ბევ­რს გე­მის კი­ჩო­ზე პი­ო­ნე­რის ყელ­სახ­ვე­ვით მდგა­რი პა­ტა­რა გო­გო­ნა ახ­სენ­დე­ბა. ყოფილ „მზიურელს“ სამი ქორწინებიდან სამი შვი­ლი ჰყავს. მათგან მომ­ღერ­ლის ცხოვ­რე­ბა­ში უკა­ნას­კნე­ლი ქორ­წი­ნე­ბა უშიშ­რო­ე­ბის ყო­ფილ მი­ნის­ტრ ვახ­ტანგ ქუ­თა­თე­ლა­ძეს­თან აღ­მოჩ­ნდა ყვე­ლა­ზე მყა­რი და მშვი­დი.
ყველა ახალი ამბავი
0