კოვიდ-სტატისტიკა საქართველოს რეგიონების მიხედვით

© Sputnik / Alexander Imedashviliეპიდემია საქართველოში
ეპიდემია საქართველოში - Sputnik საქართველო, 1920, 04.08.2021
გამოწერა
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 4.233-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 432.903-ს მიაღწია.
თბილისი, 4 აგვისტო – Sputnik. საქართველოში ბოლო 24 საათში გამოვლენილი კორონავირუსის 4.233 შემთხვევიდან ყველაზე მეტი – 1.924 შემთხვევა დედაქალაქში დაფიქსირდა. ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
ინფიცირებულთა შემთხვევების რაოდენობით მეორე ადგილზე აჭარა, შემდეგ კი იმერეთია.
რეგიონების მიხედვით კორონავირუსით ინფიცირების სტატისტიკა ასეთია: აჭარა – 591, იმერეთი – 518, კახეთი – 270, სამეგრელო–ზემო სვანეთი – 222, ქვემო ქართლი – 200, შიდა ქართლი – 185, გურია – 107, სამცხე-ჯავახეთი – 97, მცხეთა-მთიანეთი – 92, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 27.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1.934 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 390.827-მდე გაიზარდა.
ბოლო დღე-ღამის განმავლობში გარდაიცვალა 38 ადამიანი და გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 5.948-ს მიაღწია.
ამ დროის მონაცემებით, საქართველოში 36.102 აქტიური შემთხვევაა. კოვიდ-კლინიკებში მოთავსებულია 6.200 პაციენტი, მათ შორის, თბილისში – 3.056, აჭარაში – 725, იმერეთში – 905.
1.240 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე შეერთებულია 261 პირი, მათგან თბილისში – 188, აჭარაში – 18, იმერეთში – 15. კოვიდ-სასტუმროებში მოთავსებულია 2.297 ადამიანი, მათ შორის 1.010 – თბილისში, 820 – აჭარაში. 27.605 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
დღევანდელი მდგომარეობით, საკარანტინო სივრცეში მოთავსებულია 46 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 41, ხოლო აჭარაში – 5.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 26.931 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 11.334 პირი, აჭარაში – 4.453, იმერეთში – 2.795.
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 4.233-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 432.903-ს მიაღწია.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.
 
ყველა ახალი ამბავი
0