ქართველ ანჯელინა ჯოლის სუპერსექსუალური ქმარი ჰყავს – წყვილის ფოტოები

ნინო მაჩაიძე და გუიდო ლოკონსოლო
ნინო მაჩაიძე და გუიდო ლოკონსოლო - Sputnik საქართველო, 1920, 04.08.2021
გამოწერა
16 წლის ასაკში თბილისის ოპერის სცენაზე მთავარ პარტიებს ასრულებდა და დღეს უკვე არანახულ წარმატებას მიაღწია საოპერო ხელოვნებაში. 21 წლისა „ლა სკალას“ სცენაზე დადგა და კონცერტებით მსოფლიო მოიარა.
ნინო მაჩაიძე საოპერო სამყაროში ძალიან ცნობილი სახელი და გვარია. მსოფლიო მასშტაბით ის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სოპრანო გახლავთ. ნინო დიდი ხანია იტალიაში ცხოვრობს. მისი მეუღლე, იტალიელი გვიდო ლოკონსოლო ასევე საოპერო მომღერალია. წყვილი წლებია დაქორწინებულია და ერთად ორ შვილს ზრდის.
ნინო მაჩაიძე და გვიდო ლოკონსოლო ძალიან ლამაზი წყვილია და ამას ხშირად აღნიშნავენ. ახლახან ნინომ მეუღლესთან ერთად დასვენებისას სანაპიროზე გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა, რომელმაც მნახველთა აღფრთოვანება გამოიწვია – ნინოც და მისი მეუღლეც შესანიშნავ ფორმაში არიან. აღსანიშნავია, რომ ნინოს გარეგნულად ხშირად ადარებენ ჰოლივუდის ვარსკვლავს ანჯელინა ჯოლის.
38 წლის ნინო მა­ჩა­ი­ძე ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე სექ­სუ­ა­ლურ სა­ო­პე­რო მომ­ღერ­ლა­დაა აღი­ა­რე­ბუ­ლი. რამ­დე­ნი­მე წლის წინ მა­ჩაი­ძეს მსოფ­ლი­ოს ლა­მაზ სა­ო­პე­რო მომ­ღე­რალ­თა შო­რის პირ­ვე­ლი ად­გი­ლი მაშინ აშშ-ის ვიცე-პრე­ზი­დენ­ტმა ჯო ბა­ი­დენ­მა მი­ა­ნი­ჭა.
ქარ­თვე­ლი სოპ­რა­ნო 2016 წელს სა­ი­უ­ვე­ლი­რო ბრენ­დი BVLGARI-ს სახე გახ­და. ნი­ნომ იტა­ლი­ე­ლი კო­ლე­გა გვი­დო „ლა სკა­ლას“ აკა­დე­მი­ა­ში გა­იც­ნო. პირ­ველ წელს იყო მე­გობ­რო­ბა. შემ­დეგ ორი­ვეს „ლა სკა­ლამ“ „რი­გო­ლე­ტო­ში“ მო­ნა­წი­ლე­ო­ბა შეს­თა­ვა­ზა.
„მე და გვი­დოს ხში­რად გვი­წევს ერ­თმა­ნე­თის­გან შორს ყოფ­ნა, მე ერთ ქა­ლაქ­ში, გვი­დოს - მე­ო­რე­ში. თა­ვი­სუ­ფა­ლი დრო რომ გა­მოგ­ვიჩ­ნდე­ბა, ერ­თმა­ნეთ­თან ჩავ­დი­ვართ. ეს არის მომ­ღერ­ლის ცხოვ­რე­ბა. აქვს კარ­გი მხა­რე­ე­ბიც და ცუ­დიც. უარ­ყო­ფი­თი ის არის, რომ ახ­ლობ­ლე­ბის­გან შორს ხარ, მაგ­რამ როცა ხან­გრძლი­ვი გან­შო­რე­ბის შემ­დეგ ხვდე­ბი, ეს ძა­ლი­ან დიდი ბედ­ნი­ე­რე­ბაა", – აღ­ნიშ­ნავს ქარ­თვე­ლი სოპ­რა­ნო. მომ­ღე­რა­ლი სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში ხში­რად აქ­ვეყ­ნებს ოჯა­ხუ­რი იდი­ლი­ის ამ­სახ­ველ ფო­ტო­ებს.
ყველა ახალი ამბავი
0