COVID-19 საქართველოში – 4 აგვისტოს მონაცემები

© photo: Sputnik / Vladimir Pesnya / გადასვლა მედიაბანკშილაბორატორია
ლაბორატორია - Sputnik საქართველო, 1920, 04.08.2021
გამოწერა
ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 390.827 ადამიანი, გარდაიცვალა – 5.948, ჯამში აცრილია 542.639 ადამიანი.
თბილისი, 4 აგვისტო – Sputnik. საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამის განმავლობაში 4.233-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 432.903-ს მიაღწია. ინფორმაცია საქართველოს მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge განახლდა.
ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 390.827 ადამიანი (ბოლო 24 საათში – 1.934), გარდაიცვალა – 5.948 (ბოლო 24 საათში – 38), კარანტინის რეჟიმშია 46, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 6.200 პაციენტი, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 2.297 ადამიანი იმყოფება.
ბოლო 24 საათში ჩატარებულია 45.229 კვლევა ტესტით, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 26.469, PCR–ტესტით – 18.760.
დადებითობის მაჩვენებელი: დღიური – 9,36%, ბოლო 14 დღის – 7,65%, ბოლო 7 დღის – 8,35%.
სულ აცრილია 542.639 ადამიანი, ერთ დღეში აცრილია 16.852 პირი.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.
ყველა ახალი ამბავი
0