ქართველი მოჭიდავეების მარცხი ტოკიოში – მელია და გობაძე ოლიმპიადას გამოეთიშნენ

© photo: Sputnik / Vladimir Astapkovich / გადასვლა მედიაბანკშიოლიმპიადა
ოლიმპიადა - Sputnik საქართველო, 1920, 03.08.2021
გამოწერა
გიორგი მელიამ გუშინ დაწყებული საქმე დღეს უნგრელ სპორტსმენთან მარცხით დაასრულა, ხოლო გობაძე უზბეკ რუსტამ ასაკალოვთან დამარცხდა.
თბილისი, 3 აგვისტო – Sputnik. ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე ასპარეზობა ნაადრევად დაასრულეს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეებმა გიორგი მელიამ (97 კგ) და ლაშა გობაძემ (87 კგ).
გიორგი მელიამ ოლიმპიურ თამაშებზე გამოსვლა გუშინ დაიწყო და მერვედფინალურ ეტაპზე დამარცხდა. რეპეშაჟში გადასული ქართველი სპორტსმენი უნგრელ ალექს გერგო სიოკეს შეხვდა, სადაც გიორგიმ ბოლო წუთზე გაშვებული გდებით წააგო და ტურნირს საბოლოოდ გამოეთიშა. 
რამაზ ზოიძე - Sputnik საქართველო, 1920, 03.08.2021
კიდევ ერთი მედლის მოლოდინში – რამაზ ზოიძე ნახევარფინალშია
ლაშა გობაძეს რაც შეეხება, მან პირველივე ეტაპზე დათმო შეხვედრა და რეპეშაჟში გადასვლაც ვერ მოახერხა. გობაძე მერვედფინალში უზბეკ რუსტამ ასაკალოვთან ანგარიშით 5:6 დამარცხდა და რადგან ასაკალოვმა მეოთხედფინალში თავადაც წააგო, გობაძემ რეპეშაჟში ვეღარ გააღწია.
ტოკიოს ოლიმპიადა ცუდად დაიწყო ზურაბ დათუნაშვილმაც, რომელიც სერბეთის სახელით ასპარეზობს. დათუნაშვილი უკრაინელ ჟან ბელენიუკთან ანგარიშით 3:1 დამარცხდა და ახლა მას რეპეშაჟში გადასასვლელად უკრაინელი სპორტსმენის ფინალში გასვლა სჭირდება.
ამჟამად საქართველოს ნაკრების ანგარიშზე ოლიმპიადაზე ერთი ოქროს, ოთხი ვერცხლის და ერთი ბრინჯაოს მედალია. ოლიმპიადის გამარჯვებული გახდა 21 წლის ძიუდოისტი ლაშა ბექაური. ვერცხლის მედლები მოიპოვეს გურამ თუშიშვილმა, ვაჟა მარგველაშვილმა, ლაშა შავდათუაშვილმა და იაკობ ქაჯაიამ, ბრინჯაოს მედლის მფლობელი კი ანტონ პლესნოი გახდა.
ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე საქართველო სპორტის 11 სახეობაში 34 სპორტსმენით ასპარეზობს. ოლიმპიადა 2021 წლის 23 ივლისიდან 8 აგვისტომდე იმართება.
 
ყველა ახალი ამბავი
0