https://sputnik-georgia.com/20210803/konkursi-litera-wels-ar-gaimarTeba-252489108.html
ლიტერატურული სკანდალი – კონკურსი „ლიტერა“ წელს არ გაიმართება
ლიტერატურული სკანდალი – კონკურსი „ლიტერა“ წელს არ გაიმართება
Sputnik საქართველო
ლიტერატურული კონკურსი „ლიტერა“ პროტესტის ნიშნად დატოვეს ჟიურის წევრებმა და კონკურსანტების უმრავლესობამ. 03.08.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-08-03T09:59+0400
2021-08-03T09:59+0400
2023-08-17T19:45+0400
ახალი ამბები
კულტურა საქართველოში
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23246/56/232465693_0:63:1201:738_1920x0_80_0_0_2ff5b6c0cbd6a869f958dc71b30d884d.jpg
თბილისი, 3 აგვისტო – Sputnik. ლიტერატურული პრემია „ლიტერა“ წელს აღარ გაიმართება, ნათქვამია მწერალთა სახლის განცხადებაში.მიმდინარე წლის პრემიის ნომინანტების დიდმა ნაწილმა გაიწვია თავისი ნამუშევრები და დატოვა კონკურსი. ბოიკოტის მთავარი მიზეზი ჟიურის შემადგენლობაა, კერძოდ, ჟიურის მეხუთე წევრი იოსებ ჭუმბურიძე, რომელიც კულტურის მინისტრმა დანიშნა.„არსებულ ვითარებაში შეუძლებელი ხდება წლევანდელი ლიტერატურული კონკურსი „ლიტერას“ ჩატარება. მწერალთა სახლი იმედს იტოვებს, რომ სამინისტროსთან და ლიტერატურული სფეროს წარმომადგენლებთან ერთად კიდევ ერთხელ განიხილავს არსებულ სიტუაციას და გამონახავს საუკეთესო გამოსავალს მომავალი წლისთვის“, – ნათქვამია განცხადებაში.კონკურსი „ლიტერა“ 2015 წელს მწერალთა სახლმა კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით დააარსა. ის ყოველწლიურად ტარდება და პრემია გაიცემა ექვს ნომინაციაში.მწერალთა სახლის ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ წელს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის ბრძანებით ჟიურის შემადგენლობის დაკომპლექტების წესი შეიცვალა. ბრძანების თანახმად, სამინისტროს მიერ დაფინანსებული ნებისმიერი კონკურსის ჟიურის ერთი წევრი უწყებამ უნდა დანიშნოს. ანუ, „ლიტერას“ ჟიურის შემადგენლობას – ხუთივე წევრს აქამდე ირჩევდა მწერალთა სახლი და სამინისტროს დასამტკიცებლად წარუდგენდა. წელს კი პირველად ერთი წევრი სამინისტრომ დანიშნა.„მწერალთა სახლი ბრძანების გაცნობისთანავე ეცადა სამინისტროსთან დიალოგსა და კომუნიკაციას განხორციელებული ცვლილების გადახედვის თაობაზე, რასაც სამინისტროს მხრიდან რეაგირება არ მოჰყოლია“, – ნათქვამია განცხადებაში.არსებული ვითარებიდან გამომდინარე, მწერალთა სახლმა კონკურსის ჟიურის შემადგენლობა გაასაჯაროვა. ჟიურის წევრთა დაკომპლექტების წესის შეცვლამ ლიტერატორების პროტესტი გამოიწვია. საზოგადოებამ სამინისტროს გადაწყვეტილება მიიღო, როგორც შემოქმედებით საქმიანობაში ჩარევა და მწერალთა და გამომცემელთა დიდმა ნაწილმა უარი თქვა კონკურსში მონაწილეობაზე. თანამშრომლობაზე უარი თქვა ჟიურის ოთხმა წევრმაც, რომლებიც მწერალთა სახლმა აირჩია.გამომცემლობებისა და მწერლების პირადი განცხადებების საფუძველზე კონკურსზე შემოსული 110 წიგნიდან 92 მოიხსნა.„მწერალთა სახლის საქმიანობის უმთავრესი მიმართულება მწერლების, მთარგმნელების და გამომცემლების, ასევე საგანმანათლებლო და კულტურული სფეროს მხარდაჭერა, პოპულარიზაცია და განვითარებაა“, – აღნიშნულია განცხადებაში.უფრო ადრე კულტურის სამინისტრომ განაცხადა, რომ არ ერევა კონკურსში. კონკურსთან უწყებას აკავშირებდა მხოლოდ ის, რომ ჟიურის ხუთი წევრიდან ერთი სამინისტროს წარმომადგენელია.პროექტის მიზანი თანამედროვე ქართული ლიტერატურის განვითარება და ახალგაზრდა ავტორების წახალისებაა. „საბასთან“ ერთად „ლიტერა“ საქართველოში მთავარი ლიტერატურული პრემიაა.
https://sputnik-georgia.com/20210729/kulturuli-memkvidreoba-sporti-da-axalgazrdebi-Tea-wulukianis-aTwliani-gegma-252449473.html
https://sputnik-georgia.com/20210730/literas-jiuris-otxma-wevrma-konkursi-datova-252465504.html
https://sputnik-georgia.com/20210731/premia-literadan-gela-Carkvianis-da-sxva-avtorebis-wignebi-moixsna-252476304.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23246/56/232465693_66:0:1133:800_1920x0_80_0_0_f02ad77ccb6f4d9ce5249dea927c95a1.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
ახალი ამბები, კულტურა საქართველოში, საქართველო
ახალი ამბები, კულტურა საქართველოში, საქართველო
ლიტერატურული სკანდალი – კონკურსი „ლიტერა“ წელს არ გაიმართება
09:59 03.08.2021 (განახლებულია: 19:45 17.08.2023) ლიტერატურული კონკურსი „ლიტერა“ პროტესტის ნიშნად დატოვეს ჟიურის წევრებმა და კონკურსანტების უმრავლესობამ.
თბილისი, 3 აგვისტო – Sputnik. ლიტერატურული პრემია „ლიტერა“ წელს აღარ გაიმართება, ნათქვამია მწერალთა სახლის
განცხადებაში.
მიმდინარე წლის პრემიის ნომინანტების დიდმა ნაწილმა გაიწვია თავისი ნამუშევრები და დატოვა კონკურსი. ბოიკოტის მთავარი მიზეზი ჟიურის შემადგენლობაა, კერძოდ, ჟიურის მეხუთე წევრი იოსებ ჭუმბურიძე, რომელიც კულტურის მინისტრმა დანიშნა.
„არსებულ ვითარებაში შეუძლებელი ხდება წლევანდელი ლიტერატურული კონკურსი „ლიტერას“ ჩატარება. მწერალთა სახლი იმედს იტოვებს, რომ სამინისტროსთან და ლიტერატურული სფეროს წარმომადგენლებთან ერთად კიდევ ერთხელ განიხილავს არსებულ სიტუაციას და გამონახავს საუკეთესო გამოსავალს მომავალი წლისთვის“, – ნათქვამია განცხადებაში.
კონკურსი „ლიტერა“ 2015 წელს მწერალთა სახლმა კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით დააარსა. ის ყოველწლიურად ტარდება და პრემია გაიცემა ექვს ნომინაციაში.
მწერალთა სახლის ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ წელს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის ბრძანებით ჟიურის შემადგენლობის დაკომპლექტების წესი შეიცვალა. ბრძანების თანახმად, სამინისტროს მიერ დაფინანსებული ნებისმიერი კონკურსის ჟიურის ერთი წევრი უწყებამ უნდა დანიშნოს. ანუ, „ლიტერას“ ჟიურის შემადგენლობას – ხუთივე წევრს აქამდე ირჩევდა მწერალთა სახლი და სამინისტროს დასამტკიცებლად წარუდგენდა. წელს კი პირველად ერთი წევრი სამინისტრომ დანიშნა.
„მწერალთა სახლი ბრძანების გაცნობისთანავე ეცადა სამინისტროსთან დიალოგსა და კომუნიკაციას განხორციელებული ცვლილების გადახედვის თაობაზე, რასაც სამინისტროს მხრიდან რეაგირება არ მოჰყოლია“, – ნათქვამია განცხადებაში.
არსებული ვითარებიდან გამომდინარე, მწერალთა სახლმა კონკურსის ჟიურის შემადგენლობა გაასაჯაროვა. ჟიურის წევრთა დაკომპლექტების წესის შეცვლამ ლიტერატორების პროტესტი გამოიწვია. საზოგადოებამ სამინისტროს გადაწყვეტილება მიიღო, როგორც შემოქმედებით საქმიანობაში ჩარევა და მწერალთა და გამომცემელთა დიდმა ნაწილმა უარი თქვა კონკურსში მონაწილეობაზე. თანამშრომლობაზე უარი თქვა ჟიურის ოთხმა წევრმაც, რომლებიც მწერალთა სახლმა აირჩია.
გამომცემლობებისა და მწერლების პირადი განცხადებების საფუძველზე კონკურსზე შემოსული 110 წიგნიდან 92 მოიხსნა.
„მწერალთა სახლის საქმიანობის უმთავრესი მიმართულება მწერლების, მთარგმნელების და გამომცემლების, ასევე საგანმანათლებლო და კულტურული სფეროს მხარდაჭერა, პოპულარიზაცია და განვითარებაა“, – აღნიშნულია განცხადებაში.
უფრო ადრე კულტურის სამინისტრომ განაცხადა, რომ არ ერევა კონკურსში. კონკურსთან უწყებას აკავშირებდა მხოლოდ ის, რომ ჟიურის ხუთი წევრიდან ერთი სამინისტროს წარმომადგენელია.
პროექტის მიზანი თანამედროვე ქართული ლიტერატურის განვითარება და ახალგაზრდა ავტორების წახალისებაა. „საბასთან“ ერთად „ლიტერა“ საქართველოში მთავარი ლიტერატურული პრემიაა.