კომუნიკაციების კომისიამ წინასაარჩევნო 24-საათიანი მედიამონიტორინგი დაიწყო

© Pixabay / mohamed_hassanმამაკაცი ტელევიზორთან
მამაკაცი ტელევიზორთან - Sputnik საქართველო, 1920, 03.08.2021
გამოწერა
კომისიამ მაუწყებლებს წინასაარჩევნო პერიოდში საკანონმდებლო ვალდებულებები მედიამონიტორინგის დაწყებამდე წერილობით კიდევ ერთხელ შეახსენა.
თბილისი, 3 აგვისტო – Sputnik. კომუნიკაციების კომისიამ დღეს მუნიციპალიტეტის ორგანოთა წინასაარჩევნო მედიამონიტორინგი დაიწყო, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
მედიამონიტორინგის ფარგლებში კომისიის მონიტორები ექვს ეროვნულ არხზე თვისებრივ, ხოლო 50 სამაუწყებლო არხზე რაოდენობრივ მედიამონიტორინგს 24-საათიან რეჟიმში ჩაატარებენ.
მედიამონიტორინგის თვისებრივ და რაოდენობრივ ანგარიშებს კომუნიკაციების კომისია საზოგადოებას პერიოდულად წარუდგენს. მედიამონიტორინგის პროცესი კენჭისყრის დღეს დასრულდება.
თვისებრივი მედიამონიტორონგი განხორციელდება შემდეგ მაუწყებლებზე: „საზოგადოებრივი მაუწყებელი“, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია, ტელეკომპანია „იმედი“, „რუსთავი 2“, „მთავარი არხი“ და ტელეკომპანია „პირველი“.
ცესკოს შენობა - Sputnik საქართველო, 1920, 29.07.2021
არჩევნები 2021: ცესკოში რეგისტრაცია 21–მა პარტიამ გაიარა
უწყების განცხადებით, მედიამონიტორინგის პროცესში კომუნიკაციების კომისიის 30-მდე მონიტორი წინასაარჩევნო რეკლამას, წინასაარჩევნო დებატებს, ახალ ამბებსა და საზოგადოებრივ-პოლიტიკურ გადაცემებს, ასევე წინასაარჩევნო აგიტაციას და საზოგადოებრივი აზრის კვლევებს დააკვირდება. მაუწყებლების გარდა, მედიამონიტორინგი ცენტრალური ან ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსებულ გაზეთებსაც ჩაუტარდება.
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ქვეყანაში 2 ოქტომბერს გაიმართება. არჩევნებზე ქვეყნის მოსახლეობა 64 მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატებს და ამდენივე მერს აირჩევს.
ამ ეტაპზე თვითმმართველობის არჩევნებისთვის რეგისტრაცია 21-მა პარტიამ უკვე გაიარა.
საქართველოს ცესკომ უკვე დაასრულა განაცხადების მიღება პარტიებისგან, რომლებსაც აქამდე არჩევნებში მონაწილეობა არ მიუღიათ და რომლებსაც პარლამენტში თავიანთი წარმომადგენელი არ ჰყავთ. ცესკოს სულ 14-მა პარტიამ მიმართა და აქედან რეგისტრაცია უკვე ექვსმა გაიარა.
გარდა ამისა, ცესკომ უკვე მიანიჭა რიგითი ნომერი 15 პარტიას, რომლებიც არჩევნების შედეგად პარლამენტში გავიდნენ. დანარჩენი პარტიები ნომრებს წინასაარჩევნო კამპანიის ოფიციალურად დაწყების შემდეგ მიიღებენ.
ყველა ახალი ამბავი
0