რამდენი ადამიანია სრულად ვაქცინირებული საქართველოში

© Sputnik / Alex Shlamovვაქცინაციის ცენტრი Hualing Plaza–ში
ვაქცინაციის ცენტრი Hualing Plaza–ში - Sputnik საქართველო, 1920, 02.08.2021
გამოწერა
ვაქცინაცია კორონავირუსზე საქართველოში 15 მარტს დაიწყო. ამჟამად აცრა ტარდება ოთხი პრეპარატით: Pfizer, AstraZeneca, Sinopharm, Sinovac.
თბილისი, 2 აგვისტო – Sputnik. საქართველოში ვაქცინაციის სრული კურსი ჩაუტარდა 161.069 ადამიანს, ანუ ქვეყნის მოსახლეობის 4,35 პროცენტს, იუწყება დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი.
უწყების მონაცემებით, ვაქცინაციის დაწყების შემდეგ 1 აგვისტოსთვის აიცრა 495.381 ადამიანი.
ვაქცინაცია კორონავირუსზე საქართველოში 15 მარტს AstraZeneca-ს პრეპარატით დაიწყო. ამჟამად აცრა ტარდება ოთხი პრეპარატით: Pfizer, AstraZeneca, Sinopharm, Sinovac.
ვაქცინაცია - Sputnik საქართველო, 1920, 01.08.2021
ცერცვაძე:  ვაქცინირებულ პირებს  COVID-19 იოლ ფორმებში გადააქვთ
მასობრივი ვაქცინაცია ქვეყანაში 5 ივლისს, მას შემდეგ დაიწყო, რაც საქართველოში შემოვიდა 500 ათასი დოზა Pfizer-ის, 1 მლნ დოზა Sinopharm-ისა და Sinovac-ის, ასევე AstraZeneca-ს 15 ათასი დოზა ვაქცინა.
ამჟამად საქართველოში 16 წელს ზემოთ პირების აცრა დასაშვებია Pfizer-ის ვაქცინით. 45 წელს ზემოთ პირებს შეუძლიათ აირჩიონ Pfizer, AstraZeneca, Sinopharm ან Sinovac. ქვეყანაში შაბათს Pfizer-ის დამატებითი პარტია შემოვიდა – 163 ათასი დოზა.
საქართველო ამჟამად ჯანმოს რეკომენდაციას ელოდება ვაქცინაციაზე ასაკობრივი შეზღუდვის შემცირების თაობაზე. რეკომენდაციის შემთხვევაში ქვეყანა მზადაა, ვაქცინაცია Pfizer-ის პრეპარატით 12 წელს ზემოთ ასაკის პირებიდან დაიწყოს.
ეპიდემიოლოგები და მთავრობა მოსახლეობას აქტიური ვაქცინაციისკენ მოუწოდებენ.
ყველა ახალი ამბავი
0