პრემიერი: მოსახლეობას უნდა ავუხსნათ, რომ ვაქცინაცია არის უსაფრთხო

© AFP 2024 / KAREN DUCEYვაქცინაცია
ვაქცინაცია - Sputnik საქართველო, 1920, 02.08.2021
გამოწერა
ამ დროისათვის საქართველოში იმუნიზაციის პროცესი Pfizer-ის, Sinopharm-ის, Sinovac-ისა და AstraZeneca-ს ვაქცინებით მიმდინარეობს.
თბილისი, 2 აგვისტო – Sputnik. ვაქცინა გვიცავს და კიდევ ერთხელ უნდა მოვუწოდოთ ყველას, რომ დროულად ჩავიტაროთ ვაქცინაცია, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე.
მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველოში კორონავირუსის ვაქცინების ორ მილიონზე მეტი დოზაა და ვაქცინაციის არეალი ეტაპობრივად ფართოვდება.
„ვამატებთ ვაქცინაციის პუნქტებს. გვინდა ყველა მუნიციპალიტეტში, ყველა სოფელში ეტაპობრივად ჩავიდეთ, რომ მოსახლეობას ადგილზე მივუტანოთ ვაქცინა. რა თქმა უნდა, სწორი კომუნიკაციაა საჭირო. უნდა ავუხსნათ მოსახლეობას, რომ ეს არის აბსოლუტურად უსაფრთხო“, – განაცხადა პრემიერმა.
ღარიბაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ ვაქცინაციის პროცესთან დაკავშირებით მოსახლეობა მეცნიერებსა და მედიცინის სფეროს წარმომადგენლებს უნდა ენდოს და არა დეზინფორმატორებს.
ვაქცინაციის პროცესში ჩართულობა იმატებს – აცრებისთვის განკუთვნილი ზონები ფართოვდება>>
მასობრივი ვაქცინაცია ქვეყანაში 5 ივლისს დაიწყო, მას შემდეგ, რაც საქართველოში შემოვიდა 500 ათასი დოზა Pfizer-ის, 1 მლნ დოზა Sinopharm-ისა და Sinovac-ის, ასევე AstraZeneca-ს 15 ათასი დოზა ვაქცინა.
ამჟამად საქართველოში 16 წელს ზემოთ პირების აცრა დასაშვებია Pfizer-ის ვაქცინით. 45 წელს ზემოთ პირებს შეუძლიათ აირჩიონ  Pfizer, AstraZeneca, Sinopharm ან Sinovac. ქვეყანაში შაბათს Pfizer-ის დამატებითი პარტია შემოვიდა – 163 ათასი დოზა.
ირაკლი ღარიბაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 02.08.2021
ღარიბაშვილი: ქვეყანა ვეღარ გაუძლებს დაკეტვასა და შეზღუდვებს
საქართველო ამჟამად ჯანმოს რეკომენდაციას ელოდება ვაქცინაციაზე ასაკობრივი შეზღუდვის შემცირების თაობაზე. რეკომენდაციის შემთხვევაში ქვეყანა მზადაა, ვაქცინაცია Pfizer-ის პრეპარატით 12 წელს ზემოთ ასაკის პირებიდან დაიწყოს.
ეპიდემიოლოგები და მთავრობა მოსახლეობას აქტიური ვაქცინაციისკენ მოუწოდებენ.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე საქართველოში გამოვლინდა ინფიცირების 423 ათასზე მეტი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 386 ათასზე მეტი პირი, გარდაიცვალა 5.876 ადამიანი.
ბოლო მონაცემებით, ჯამურად ჩატარდა 506.780 აცრა. სრულად (ორჯერადად) ვაქცინირებულია 161.542 ადამიანი.
ყველა ახალი ამბავი
0